შინაარსზე გადასვლა

დუნთა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დუნთა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
დუნთა

დუნთას ხედი მოდინახეს ციხიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი ჩიხა
კოორდინატები 42°21′08″ ჩ. გ. 43°24′36″ ა. გ. / 42.35222° ჩ. გ. 43.41000° ა. გ. / 42.35222; 43.41000
ცენტრის სიმაღლე 600
მოსახლეობა 133[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დუნთა — საქართველო
დუნთა
დუნთა — იმერეთის მხარე
დუნთა

დუნთასოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჩიხის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დუნთურას (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 600 მ-ზე, საჩხერიდან 3 კმ-ში. დუნთაში არის მარმარილოს საბადო.

სოფელი პირველად იხსენიება XV საუკუნის შუა წლებში დამოწმებულ გიორგი მეფის სიგელში. დუნთაში შემორჩენილია მთავარანგელოზის ერთნავიანი ეკლესია. XIX საუკუნეში იგი გადაუკეთებიათ და გაუდიდებიათ.

სოფლის ჩრდილოეთით მაღალ გორაკზე, გორიჯვრის გვიანდელი შუა საუკუნეების ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია, ეკლესია ნაშენია თლილი ქვითა და კირით. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სახელწოდება უკავშირდება გორიდან ჩამოიტანეს ვერცხლის დიდ ჯვარს. დუნთის სამხრეთით აღმართულია მოდინახეს ციხე.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 133 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 211 95 116
2014[1] 133 66 67
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II