დროსტეს ეფექტი
იერსახე
დროსტეს ეფექტი — ტერმინი, რომელიც გამოიყენება სპეციფიკური რეკურსიული გამოსახულების აღსანიშნავად. ჰერალდიკაში მას მოიხსენიებენ, როგორც mise en abyme. დროსტეს ეფექტის დროს გამოსახულებაზე გამოჩნდება მისი შემცირებული ვარიანტი, ამ შემც���რებულზე კი კვლავ შემცირებული და ა.შ. თეორიულად, ეს პროცესი დაუსრულებელია, მაგრამ პრაქტიკულად შეზღუდულია გამოსახულების ზომის გამო. ტერმინი ხმარებაში შემოიღო პოეტმა ნიკო შეპმეიკერმა XX საუკუნის 70-იან წლებში კაკაოს ჰოლანდიური მარკის დროსტეს პატივსაცემად. მის პაკეტზე გამოსახული იყო მედდა, რომელსაც ხელში ეჭირა დიდი თეფში ჭიქით და ასევე კაკაოს პაკეტი, სადაც ასევე გამოსახული იყო იგივე მედდა თეფშით ხელში და ა.შ.
სხვა მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პინკ ფლოიდის ალბომის Ummagumma-ს გარეკანი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დროსტეს ეფექტი“ ვიკისაწყობში.
- Escher and the Droste effect დაარქივებული 2016-01-21 საიტზე Wayback Machine.
- The Math Behind the Droste Effect
- Droste Effect with Mathematica
- Droste Effect from Wolfram Demonstrations Project