დიდი კლდეისი
სოფელი | |
---|---|
დიდი კლდეისი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
თემი | კლდეისი |
კოორდინატები | 41°34′53″ ჩ. გ. 44°15′04″ ა. გ. / 41.58139° ჩ. გ. 44.25111° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1340 მ |
მოსახლეობა | 28[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დიდი კლდეისი — სოფელი საქართველოში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული კლდეისი).
მდებარეობს ბედენის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კლდეისისწყლის (ხრამის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1340 მეტრზე. თეთრიწყაროდან დაშორებულია 32 კილომეტრით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 90 | 45 | 45 |
2014[1] | 28 | 16 | 12 |
ღირშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე, არის კლდეისის საყინულე გამოქვაბულები.
სოფელში და მის ირგვლივ ძველი ნამოსახლარები და ეკლესიების ნანგრევებია. მათგან აღსანიშნავია სოფლის შუაგულში შემორჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. როგორც ჩანს, აქ თავდაპირველად საკმაოდ მოზრდილი ერთნავიანი ეკლესია მდგარა (X-XI სს.), რომლისთვისაც მოგვიანებით ჯერ სამხრეთიდან და შემდეგ ჩრდილოეთიდან სამლოცველოები მიუშენებიათ. ნანგრევებში აღმოჩენილია კარ-სარკმელთა მორთულობისა და კარნიზის, აგრეთვე ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 525.
- ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II