დერტოსის ბრძოლა
დერტოსის ომი | |||
---|---|---|---|
თარიღი | ძვ.წ 215 წელი | ||
მდებარეობა | ესპანეთი | ||
შედეგი | რომაელების გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
დერტოსის ბრძოლა ( ასევე ცნობილია, როგორც იბერის ბრძოლა, ძვ. წ. 215) — ბრძოლა რომაულ და კართაგენულ ჯარებს შორის, მეორე პუნიკური ომის დროს. რომაელების მიერ მიღწეულმა გამარჯვებამ, ხელი შეუშალა ჰანიბალისა და ჰასდრუბალის ჯარების გაერთიანებას იტალიაში და რომის შესაძლო დამარცხებას.
პრეისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომი ესპანეთში დაიწყო ძვ.წ 218 წელს. ამავე წელს გნეუს კორნელიუს სციპიონი, არმიითა და ფლოტით, გაგზავნილი იქნა ესპანეთში. მან მდინარე ებროს ჩრდილოეთით მცხოვრებ რამდენიმე ტომთან დაამყარა კავშირი. სციპიონის წინააღმდეგ გაილაშქრა კართაგენელმა მხედართმთავარმა განონმა, რომელიც მასთან ბრძოლაში დამარცხდა. ესპანეთში მდებარე კართაგენის ჯარების მთავარსარდალმა, ჰანიბალის ძმამ, ჰასდრუბალმა, რომელმაც გადალახა მდინარე ებრო, შეიტყო რა განონის დამარცხების შესახებ, გაბრუნდა უკან.
მთლიანობაში, ესპანეთში მიმდინარე ომი (ძვ.წ 218-216) იყო გაცილებით წარმატებული ვიდრე იტალიაში. ძვ.წ 217 წელს სენატმა ესპანეთში გაგზავნა კიდევ ერთი ჯარი პუბლიუს კორნელიუს სციპიონის მეთაურობით.
ძვ.წ 215 წელს ჰასდრუბალმა კართაგენიდან მიიღო ბრძანება, გამგზავრებულიყო იტალიაში ჰანიბალის დასახმარებლად. ჰასდრუბალს ეს ბრძანება მოეჩვენა გაუმართლებლად, მაგრამ ის მაინც დაემორჩილა მას და დაიწყო მომზადება გასამგზავრებლად. სციპიონმა შეიტყო ჰასდრუბალის სამზადისის შესახებ და გაემართა მის წინააღმდეგ.
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კართაგენის ჯარის ცენტრში იდგნენ ესპანელები, გვერდებზე - კართაგენელი ქვეითები და აფრიკელები. ფლანგებს კეტავდა ნუმიდიელების მხედრობა. პირველივე შეტაკების შემდეგ ესპანელები გაიქცნენ. როდესაც რომაელებმა გაარღვიეს მოწინააღმდეგის ჯარების ცენტრი, მათ ფლანგებიდან შეუტიეს აფრიკელებმა და კართაგენელებმა, მაგრამ რომაელებმა მოიგერიეს ფლანგებიდან შემოტევები და გაანადგურეს ისინი. ნუმიდიელმა მხედრებმა დაინახეს კართაგენის ჯარის ცენტრის მარცხი და უკან დაიხიეს.
შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომზე არსებული საშიშროება მოხს��ილი იქნა: ჰანიბალისა და ჰასდრუბალის გაერთიანება ვერ შედგა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bagnall, Nigel (1990). The Punic Wars. ISBN 0-312-34214-4.
- Leonard Cottrell (1992). Hannibal: Enemy of Rome. Da Capo Press. ISBN 0-306-80498-0.
- John Francis Lazenby (1978). Hannibal's War. Aris & Phillips. ISBN 0-85668-080-X.
- Adrian Goldsworthy (2003). The Fall of Carthage. Cassel Military Paperbacks. ISBN 0-304-36642-0.
- John Peddie (2005). Hannibal's War. Sutton Publishing Limited. ISBN 0-7509-3797-1.
- Serge Lancel (1999). Hannibal. Blackwell Publishers. ISBN 0-631-21848-3.
- G. P. Baker (1999). Hannibal. Cooper Square Press. ISBN 0-8154-1005-0.