შინაარსზე გადასვლა

დევიზ დარჯანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დევიზ დარჯანია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დევიზ დარჯანია
დაბადების
თარიღი
15 აპრილი, 1953
დაბადების
ადგილი
ონოღია,
გეგეჭკორის რაიონი,
საქართველოს სსრ
გარდაცვალების
თარიღი
8 ივლისი, 2014 (61 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
ონოღია,
მარტვილი,
საქართველო
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1975 სალხინო ? (?)
1975 დინამო თბ. ? (?)
1977–1978 დინამო ზუგ. 43 (18)
1979–1980 ლოკომოტივი ? (34)
1981–1983 ტორპედო 71 (30)
1983 ლოკომოტივი 26 (11)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

დევიზ დარჯანია (დ. 15 აპრილი, 1953, სოფ. ონოღია, ახლანდ. მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 ივლისი, 2014, იქვე) — ქართველი ფეხბურთელი.

დაიბადა 1953 წლის 15 აპრილს გეგეჭკორის (ახლანდელი მარტვილის მუნიციპ���ლიტეტი) რაიონის სოფელ ონოღიაში.

1970 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, მიიღო უმაღლესი განათლება, იყო საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი. სხვადასხვა დროს მარტვილის „სალხინოში“, თბილისისა და ზუგდიდის „დინამოში“, სამტრედიის „ლოკომოტივსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ თამაშობდა.

დარჯანიას თავისი კარიერის საუკეთესო წლები ქუთაისურ კლუბში აქვს გატარებული, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე 1981 წლის 2 აპრილს საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და კიევის არმიის სპორტული კლუბი (სკა) დაუპირისპირდნენ, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას 22 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. დარჯანიას სადებიუტო შეხვედრა „ტორპედოს“ გამარჯვებით 1–0 დამთავრდა. გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი მატჩის მეშვიდე წუთზე დევიზ დარჯანიამ გაიტანა.[1]

1982 წელს „ტორპედო“ მისი კაპიტნობით საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის 38 მატჩში კი მან 19 გოლი გაიტანა.

თავისი ბოლო შეხვედრა „ტორპედოს“ რიგებში 1983 წლის 8 აპრილს მოსკოვის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ჩაატარა. ეს იყო საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრა, რომელიც მოსკოვის „ტორპედოს“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. დევიზ დარჯანია მეორე ტაიმში ოთარ ძალამიძემ შეცვალა.[2]

სამწვრთნელო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიერის დასრულების შემდეგ დევიზ დარჯანიამ მწვრთნელობას მიჰყო ხელი და „წყალტუბო 83“-თან ერთად საქართველოს ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა (1985–1986).[3]

2014 წლის 8 ივლისს დევიზ დარჯანია მშობლიური სოფელში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.[4][5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. «Торпедо» Кутаиси 1–0 СКА Киев / Чемпионат СССР 1981. Первая лига
  2. «Торпедо» Москва 4–1 «Торпедо» Кутаиси / Чемпионат СССР 1983. Высшая лига
  3. გვაზავა, ბესიკ, გახსოვთ დევიზ დარჯანია? // საქართველოს რესპუბლიკა, 22.12.2010.
  4. „დევიზ დარჯანია გარდაიცვალა“. 11 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 28 ივლისი, 2019. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. „61 წლის ასაკში, ფეხბურ��ელი დევიზ დარჯანია გარდაიცვალა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-28. ციტირების თარიღი: 2023-07-24.