დევიდ ჯუიტი
იერსახე
დევიდ ჯუიტი | |
---|---|
ინგლ. David C. Jewitt | |
დაბ. თარიღი | 1958[1] [2] |
დაბ. ადგილი | ლონდონი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ასტრონომი და უნივერსიტეტის პროფესორი |
მუშაობის ადგილი | კალიფორნიის უნივერსიტეტი და ჰავაის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი |
ჯილდოები | კავლის პრემია ასტროფიზიკაში, შაოს პრემია და შაოს პრემია ასტრონომიაში |
დევიდ ჯუიტი (ინგლ. David Clifford Jewitt; დ. 1958) — ამერიკელი ასტრონომი, ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის პროფესორი. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (2005).[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დევიდ ჯუიტი დაიბადა 1958 წელს ინგლისში. 1979 წელს დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი. 1980 წელს მან მიიღო კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 1983 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ასტრონომიაში იქვე. მისი ინტერესები მოიცავს მზის სისტემის ტრანსნეპტუნის რეგიონის შესწავლას, მზის სისტემის ფორმირების ისტორიას და კომეტების ფიზიკურ თვისებებს. 1992 წლის აგვისტოში ჯეინ ლუსთან ერთად აღმოაჩინა კოიპერის სარტყელის პირველი ობიექტი (15760) ალბიონი. ამ აღმოჩენისთვის მას 2012 წელს მიენიჭა პრესტიჟული შაოსა და კავლის პრემიები.[4].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ MAK
- ↑ David C. Jewitt დაარქივებული მარტი 24, 2019 საიტზე Wayback Machine(ინგლისური)
- ↑ „Ученые из США и Германии стали лауреатами премии Кавли в 2012 году“. РИА Новости. 2012-06-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-19. ციტირების თარიღი: 2012-06-02.