შინაარსზე გადასვლა

დედა! (ფილმი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დედა!“
ინგლ. mother!
ჟანრი ფსიქოლოგიური
საშინელებათა ფილმი
რეჟისორი დარენ არონოფსკი
პროდიუსერი სკოტ ფრანკლინი
არი ჰანდელი
როლებში
მწარმოებელი კომპანია Protozoa Pictures
დისტრიბუტორი Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 5 სექტემბერი, 2017 (ვენეცია)
15 სექტემბერი, 2017 (აშშ)
ხანგრძლივობა 121 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 44.5 მილიონი აშშ დოლარი

დედა! (ინგლ. mother!) [1]2017 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი, რომლის ავტორი და რეჟისორია დარენ არონოფსკი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯენიფერ ლოურენსი, ხავიერ ბარდემი, ედ ჰარისი და მიშელ ფაიფერი. ფილმის სიუჟეტი მიჰყვება ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომლის მეუღლესთან ერთად მშვიდ ცხოვრებას სოფლის სახლში იდუმალი წყვილის ჩამოსვლა არღვევს.

დედა! შეირჩა ოქროს ლომისთვის ვენეციის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე და მისი პრემიერა შედგა 2017 წლის 5 სექტემბერს. [2] მისი პრემიერა შეერთებულ შტატებში 2017 წლის 15 სექტემბერს, Paramount Pictures- ის მიერ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 44 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, 30 მილიონი დოლარის ბიუჯეტისგან. მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასება მიიღო, მისმა ბიბლიურმა ალეგორიებმა და ძალადობის ასახვამ დაპირისპირება გამოიწვია. [3]

2014 წლის ნოეს შემდეგ, არონოფსკიმ დაიწყო მუშაობა საბავშვო ფილმზე. ამ პროცესის დროს, მას გაუჩნდა ახალი იდეა, რაც დედა!-ს წარმოების წინაპირობა გახდა. მან მომავალი ფილმის სცენარი ხუთ დღეში დაწერა.[4] ფილმში გამოყენებულია ოცნება-ლოგიკური თხრობა, რომლის შესახებაც არონოფსკიმ აღნიშნა,„თუკი მის ამოხსნას შეეცდებით, ის ეტაპ-ეტაპ ამოიხსნება” და ეს „ფსიქოლოგიურად გამაგიჟებელია. ზედმეტად არ უნდა ეცადოთ რომ ამოხსნათ.” [5]

როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოურენსი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში ფილმში მონაწილეობის მისაღებად.[6] 2016 წლის იანვრისთვის ხავიერ ბარდემი მოლაპარაკებები დაიწყოხავიერ ბარდემთან[5] და აპრილისთვის მსახიობებს დაემატა დომნალ გლისონი, მიშელ ფაიფერი, ედ ჰარისი და ბრაიან გლისონი.[7] 2016 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ კრისტენ ვიიგი ასევე მიიღებდა მონაწილეობას ფილმში.[8]

ფილმის გადაღებები დაიწყო 13 ივნისს, 2016 წელს, და დასრულდა, 28 აგვისტოს, 2016 წელს.[9]  ძირითადი გადაღებების დაწყებამდე, მსახიობები სამი თვის განმავლობაში ემზადებოდნენ როლისთვის. არონოფსკიმ თქვა, რომ ლოურენსმა „ვერ გაიცნო პერსონაჟი მანამ, სანამ გადაღებები არ დავიწყეთ". [10]

დედა! არონოფსკის პირველი ფილმია, სადაც კომპოზიტორი კლინტ მანსელი არ იღებს მონაწილეობას.[11] თავდაპირველად ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ჯოჰან ჯოჰანსონი მუშაობდა, მაგრამ 90 წუთიანი მუსიკის ნახვის შემდეგ არონოფსკი და ჯოჰანსონი შეთანხმდნენ, რომ მას ფილმში არ გამოიყენებდნენ. საბოლოოდ, მათ მუსიკაზე ხელმეორედ დაიწყეს მუშაობა და ჯოჰანსონს კრეგ ჰენიგანი შეუერთდა ხმის დიზაინერმა. [12]

ფილმის დასასრულს მასში წარმოდგენილია სკიტერ დეივისის მუსიკის „The End of the World“-ის პატი სმითის განახლებული ვერსია. [13]

თავდაპირველად ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 2017 წლის 13 ოქტომბერს,[14] მაგრამ ის 15 სექტემბრამდე გადმოიტანეს.[15]

ფილმს მსოფლიო პრემიერა ჰქონდა ვენეციის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც იგი შეარჩიეს ოქროს ლომის კანდიდატად.[16] ფილმის პრემიერა შედგა ლონდონში 2017 წლის 6 სექტემბერს.[17] ის ასევე გამოჩნდა ტორონტოს 2017 წლის საერთაშორისო კინოფესტივალზე.[18][19]

2017 წლის 7 აგვისტოს გამოვიდა ფილმის პირველი ოფიციალური თრეილერი.[20]

დედა!-ს შემოსავალმა აშშ-სა და კანადაში 17.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მსოფლიოს სხვა ტერიტორიებზე კი 26.7 მილიონი აშშ დოლარი. ფილმის მთლიანმა შემოსავალმა 44.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარი იყო.[21]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lesnick, Silas. Darren Aronofsky's Latest Set For Fall Release. CraveOnline Media (February 6, 2017). ციტირების თარიღი: February 7, 2017.
  2. Tartaglione, Nancy. Venice Film Festival Sets Lido Launch For Aronofsky, Clooney, Del Toro, Payne & More As Awards Buzz Begins – Full List. Penske Business Media (July 27, 2017). ციტირების თარიღი: July 27, 2017.
  3. Smith, Kyle. Jennifer Lawrence's Grotesque Spoof of the Nativity (September 14, 2017). ციტირების თარიღი: May 7, 2018.
  4. Riseman, Abraham. Darren Aronofsky Doesn't Want You to Know Anything About Mother!. New York Media (August 22, 2017). ციტირების თარიღი: September 7, 2017.
  5. 5.0 5.1 Brooks, Xan. Darren Aronofsky on Mother! - 'Jennifer Lawrence was hyperventilating because of the emotion'. Guardian News and Media (September 7, 2017). ციტირების თარიღი: September 7, 2017.
  6. Kroll, Justin (October 13, 2015). „Jennifer Lawrence in Talks to Star in Darren Aronofsky's Next Film (EXCLUSIVE)“. Variety. Penske Business Media. ციტირების თარიღი: October 14, 2015.
  7. McNary, Dave (April 15, 2016). „Domhnall Gleeson, Michelle Pfeiffer Join Jennifer Lawrence in Darren Aronofsky Drama“. Variety. Penske Business Media. ციტირების თარიღი: July 12, 2016.
  8. Busch, Anita. Kristen Wiig In Negotiations To Star In 'Where'd You Go Bernadette?'. Penske Business Media (March 23, 2017). ციტირების თარიღი: March 26, 2017.
  9. What's Shooting. ACTRA Montreal. ციტირების თარიღი: September 3, 2017.
  10. Riseman, Abraham. Darren Aronofsky Doesn't Want You to Know Anything About Mother!. New York Media (August 22, 2017). ციტირების თარიღი: September 7, 2017.
  11. Cabin, Chris. Darren Aronofsky Teases Details of His New, Enigmatic Drama; Won't Be Collaborating with Clint Mansell. ComplexMedia (October 11, 2016). ციტირების თარიღი: October 28, 2016.
  12. Noone, Greg. Inside the Dreamy Nightmare of Mother!'s Music-Free Soundscape. Condé Nast (September 18, 2017). ციტირების თარიღი: May 7, 2018.
  13. Pearis, Bill. (September 14, 2017) Patti Smith played the 'Mother!' premiere @ Radio City, plays SummerStage tonight (win tix!). Townsquare Music. ციტირების თარიღი: September 21, 2017
  14. D'Alessandro, Anthony. (July 21, 2017) 'Suburbicon', 'Mother!' Move Up; 'Cloverfield' Stomps To February – Paramount Release Date Changes. Penske Business Media. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  15. 'Suburbicon', 'Mother!' Move Up; 'Cloverfield' Stomps To February – Paramount Release Date Changes. Penske Business Media. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  16. Tartaglione, Nancy. Venice Film Festival Sets Lido Launch For Aronofsky, Clooney, Del Toro, Payne & More As Awards Buzz Begins – Full List. Penske Business Media (July 27, 2017). ციტირების თარიღი: July 27, 2017.
  17. Alvarez, Joe. (September 6, 2017) Jennifer Lawrence at the London Premiere of Mother!. ციტირების თარიღი: September 7, 2017.
  18. Fleming Jr, Mike. Toronto Film Festival 2017 Unveils Strong Slate. Penske Business Media (July 25, 2017). ციტირების თარიღი: July 25, 2017.
  19. Kelley, Seth. Watch Jennifer Lawrence in Ominous First Teaser for Darren Aronofsky's 'Mother!'. Penske Business Media (July 31, 2017). ციტირების თარიღი: August 8, 2017.
  20. Full 'Mother!' Trailer Reveals Darren Aronofsky's Horror Film Starring Jennifer Lawrence. Complex Media. ციტირების თარიღი: August 10, 2017.
  21. "Mother! (2017)". Box Office Mojo. IMDb. Retrieved November 14, 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დედა!_(ფილმი)“-დან