დათო ევგენიძე
იერსახე
დათო ევგენიძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 2 დეკემბერი, 1958 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ჟანრ(ებ)ი | კინო მუსიკა, ჯაზი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, პიანისტი |
აქტიური | 1987 – დღემდე |
დათო (დავით) ევგენიძე (დ. 2 დეკემბერი, 1958, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი კომპოზიტორი და მუსიკოსი. საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (2000).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დათო ევგენიძე დაიბადა 1958 წელს თბილისში. 1982 წელს დაამთავრა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსევატორია. 1983 წელს საბჭოთა კავშირის მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსზე დაჯილდოვდა გრან-პრით. 1985-1986 წლებში მისი ნაწარმოებები იდგმებოდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. იმავე წლებში დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა. 1987 წელს განახორციელა პირველი წარმოდგენები ნიუ-იორკში. დათო ევგენიძე წერს მუსიკას სპექტაკლებისათვის, ფილმებისათვის, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებში. თავისუფალ დროს დათო წერს ლექსებს, ხატავს.
კინომუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1987 — ავტოპორტრეტი
- 1989 — ზეიმი
- 1989 — მდგმურები
- 1990 — სტუმრები
- 1990 — მარტივი პასიანსი
- 1991 — სახლი
- 1992 — ანას დაბადების დღე
- 1994 — ხედვის ანბანი
- 1998 — არა, მეგობარო
- 2000 — სიყვარული ვენახში
- 2003 — მას შემდეგ, რაც ოთარი წავიდა
- 2005 — მეცხრე ასეული
- 2005 — ლოვიტორი
- 2005 — ღმერთის შემდეგ პირველი
- 2006 — 9 თვე
- 2006 — სიცხე
- 2009 — ჯაყოს ხიზნები
- 2010 — ნისლი
- 2010 — სეზონი
- 2010 — კაპიტნები
- 2010 — ამანდო O
- 2010 — კაცის გარეშე
- 2012 — სიყვარული აქცენტით
- 2013 — უკანასკნელი მაგიკიანი (ტელესერიალი)
- 2013 — სტალინგრადი
მსახიობი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1990 – მარტივი პასიანსი
- 2013 – ღია კარის დღე
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1982 – მოსკოვის კონსერვატორიის პრიზი
- 1983 – საუკეთესო ახალგაზრდა კომპოზიტორი (საბჭოთა კავშირი)
- 1996 – „მანას“ პრიზი
- 1997 – საქართველოს საუკეთესო მუსიკოსი.
- 2005 – „ოქროს ვერძი“ მუსიკისთვის ფილმისთვის „მეცხრე ასეული“ (რუსეთი)
- 2005 – „ოქროს არწივი“ მუსიკისთვის ფილმისთვის „მეცხრე ასეული“ (რუსეთი)
- 2005 – ნიკა მუსიკისთვის ფილმისთვის „მეცხრე ასეული“ (რუსეთი)
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1997 – «Piano Interview»
- 2003 – «Goroscope»