შინაარსზე გადასვლა

დავით კვირკველია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვირკველია.
დავით კვირკველია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით კვირკველია
დაბადების
თარიღი
27 ივნისი, 1980 (1980-06-27) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანჩხუთი, საქართველო
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სამტრედია
ნომერი 16
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999-2002 კოლხეთი ფოთი 61 (7)
2002-2004 დინამო თბილისი 63 (7)
2005 ალანია ვლადიკავკაზი 14 (0)
2006-2007 მეტალურგი ზაპოროჟიე 53 (6)
2008-2010 რუბინი ყაზანი 31 (3)
2010-2011   ანჟი მაჰაჩყალა 13 (0)
2011-2012 პანიონიოსი 13 (0)
2012 ანორთოსისი ფამაგუსტა 11 (2)
2012-2013 დილა გორი 29 (2)
2013-2014 დინამო თბილისი 27 (2)
2014- სამტრედია 5 (1)
ეროვნული ნაკრები
2001 საქართველო 21 წლ. 1 (0)
2003- საქართველო 58 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2014
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 12 ოქტომბერი, 2014
თბილისის „დინამოში“

დავით კვირკველია (დ. 27 ივნისი, 1980, ლანჩხუთი) — ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ მარცხენა მცველი.

დავით კვირკველიამ პროფესიული საფეხბურთო კარიერა 1999 წელს ფოთის „კოლხეთში“ დაიწყო. ამ გუნდში ნაჩვენები მაღალი ხარისხის გამო მისი გადაბირება თბილისის „დინამომ“ მოახერხა. „დინამოში“ მის მოსვლას ხორვატი მწვრთნელის, ივო შუშაკის მისვლა დაემთხვა. ამ მწვრთნელთან ერთად დინამომ უეფას თასის ოცდამეთორმეტედფინალში ითამაშა. ერთი წლის შემდეგ დათომ დინამოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ხოლო კიდევ 1 წლის შემდეგ, 2004 წელს — დსთ-ის თასი მოიგო და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. სწორედ მისი გოლი აღმოჩნდა გადამწყვეტი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

ასე გატარებული საუკეთესო წლების შემდეგ კვირკველია რუსეთში, ვლადიკავკაზის „ალანიაში“ გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მომდევნო სეზონში უკრაინის საფეხბურთო კლუბ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადაბარგდა. დათომ ჩინებული სეზონი ჩაატარა ამ გუნდში და 2008 წელს მისით ყაზანის „რუბინი“ დაინტერესდა. აქ მან კარიერის უდიდეს გამარჯვებას, რუსეთის პრემიერლიგის მოგებას მიაღწია და 2009-10 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. 2010 წლიდან ის საბერძნეთის „პანიონიოსის“ შემადგენლობაში თამაშობდა. შემდეგ თამაშობდა „ანორთოსისში“, ბოლოს კი ადგილი დაიკავა გორის „დილას“ ძირითად შემადგენლობაში. 2013 წლიდან ივნისში თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა. 2014 წლის ივლისში, ევროთასებზე „დინამოს“ ცუდი გამოსვლის შემდეგ „დინამომ“ ფეხბურთელთა დიდ ნაწილს კონტრაქტი გაუწყვიტა, მათ შორის იყო დავით კვირკველიაც. ამავე წლის აგვისტოდან იგი „სამტრედიის“ ღირსებას იცავს.

დავით კვირკველიას სანაკრებო დებიუტი 2003 წელს, ევრო 2004 ის შესარჩევ ციკლში შედგა შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან. ამის შემდეგ კივირკველიას სისტემატურად იძახებდნენ ქვეყნის პირველ გუნდში, განსაკუთრებით 2004 წელს, როცა უეფას თასზე ასპარეზობდა. თუმცა იყო ჩავარდნის პერიოდი, რომელიც კლუბში უთამაშებლობით იყო განპირობებული. ზაპოროჟიეს „მეტალურგში“ გადასვლის შემდეგ დათო კვირკველიამ ჩვეული ფორმა აღიდგინა, მეტი სიმწვავე შესძინა ეროვნული ნაკრების თამაშს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]