გუმბათი (წალკის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
გუმბათი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალკის მუნიციპალიტეტი |
თემი | გუმბათი |
კოორდინატები | 41°39′28″ ჩ. გ. 43°55′22″ ა. გ. / 41.65778° ჩ. გ. 43.92278° ა. გ. |
მოსახლეობა | 479[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 96 % სომხები 2 % ბერძნები 2 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გუმბათი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის წალკის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფელი გუმბათი).[2] წალკიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გუმბათი მდებარეობს ისტორიულ თრიალეთში. სოფელში XX საუკუნის ბოლომდე ცხოვრობდნენ ბერძნები, რომელთა წინაპრები 1830-იან წლებში მოვიდნენ არზრუმის მხრიდან (თურქეთი).
სახელწოდების გამო ვარაუდობენ, რომ სოფელში იდგა გუმბათიანი ეკლესია. გუმბათი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გადაკეთებამდე ჩამოინგრა. 1846 წელს ბერძნებმა გადააკეთეს თავის ეკლესიად. კედლები და შიგა განლაგება არ შეუცვლიათ, მხოლოდ აღმოსავლეთიდან მიაშენეს ნახევარწრიული საკურთხეველი. ძველი ეკლესია შემოსილია გათლილი ქვით. შიგნით სამნავად იყოფა ორი, გეგმით რვაკუთხა ბოძის საშუალებით. ��უმბათი ადრე ამ ბოძებსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობოდა. გვერდის ნავები ძალიან ვიწროა. იატაკი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. საკურთხეველში 3 ნიშანია. დასავლეთ სარკმლის მარცხნივ, მაღლა, ბარელიეფია — დანიელი ლომთა ხაროში. აღმოსავლეთ სარკმლის მარჯვნივ გამოსახულია ფრინველები. დასავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერებია, რომლებშიც მკლავანი, ქობული და იოანე მოიხსენებიან. ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული ჰქონდა სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენდა. 1846 წლის გადაკეთების დროს იგი დაუშლიათ და მის ნაცვლად აუგიათ თაღებით გახსნილი სამსართულიანი სამრეკლო.
ხევის მარჯვენა სანაპიროზე, მთაზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ციხე ნაგებია მშრალი წყობით და გამაგრებულია ნახევარწრიული ბურჯებით. იგი მიეკუთვნება ციკლოპურ ნაგებობათა ტიპს.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 471[3] | ||
2014[1] | 479 | 255 | 224 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- Такайшвили Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913;
- Цинцадзе В., К изучению архитектуры городов-крепостей древней Грузии, კრ.: ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ანალიზის და დაცვის საკითხები, თბ., 1988;
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.