გუგუნირხვა
იერსახე
გუგუნირხვა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (მუგუძირხვის თემი), მიუსერის მაღლობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მჭიშთის მარჯვენა მხარეს, სოჭი-სოხუმის სარკინიგზო და საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 70 მ, გუდაუთიდან 15 კმ., მუგუძირხვადან 2 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მეცხოველეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 172.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 289.