შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ ქათამაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქათამაძე.

გრიგოლ ქათამაძე (დ. 12 აგვისტო, 1961, ქუთაისი, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 22 იანვრამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში.

1985 წელს დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1985-1993 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგის მოადგილე, კათედრის გამგე); 1993-1994 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ; 1995-1998 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; 1998-2000 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

2000-2007 წლებში უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2001-2003 წლებში უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკასა და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; 2007-2008 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2009-2013 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში.

გრიგოლ ქათამაძე არის მთელი რიგი სამეცნიერო შრომების ავტორი. დაქორწინებულია. ჰყავს ორი შვილი.

მიღებული აქვს ჯილდოები: შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი წარჩინებული მუშაობისთვის (1988), წმინდა სტანისლავის ორდენის III ხარისხის სარდლის ჯვარი (2001), წმინდა გიორგის მედალი „პატივი, დიდება, შრომა“ (2002), უკრაინის ღირსების ორდენი (უკრაინის პრეზიდენტის 2006 წლის 19 აპრილის ბრძანებულების საფუძველზე), იაროსლავ ბრძენის ორდენი (უკრაინის პრეზიდენტის 2007 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულების საფუძველზე).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]