შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ ლაღიძე (პუბლიცისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე (დ. 1887, სოფ. გოდოგანი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, — გ. 1937) — ქართველი პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.

აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. 1912 წელს მოსკოვში მოხსენება წაიკითხა ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ილიას პოეზიის შესახებ. თანამშრომლობდა ქუთაისში გამომავალ სოციალისტ-ფედერალისტური მიმართულების პრესაში („მეგობარი“, „ჩვენი მეგობარი“, „ხალხის მეგობარი“) და იყო სოციალისტ-ფედერალისტების ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი. დააპატიმრეს და დახვრიტეს საბჭოთა რეპრესიების დროს 1937 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • გრიგოლ ლაღიძე — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)
  • ლაღიძე გრიგოლი ერმოლეს ძე / სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში – 2013.