შინაარსზე გადასვლა

გიორგი ჩერქეზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჩერქეზიშვილი
საქართველოს ეკონომოკის მინიტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივნისი, 2018 – 15 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
წინამორბედიდიმიტრი ქუმსიშვილი
მემკვიდრეგიორგი ქობულია

დაბადებული13 სექტემბერი, 1979 (1979-09-13) (45 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი

გიორგი ჩერქეზიშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1979, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ეკონომისტი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი 2018 წლის 20 ივნისიდან ამავე წლის 15 ივლისამდე.

გიორგი ჩერქეზიშვილი დაიბადა 1979 წლის 13 სექტემბერს. 2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გახდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ბაკალავრი. 2001-2003 წლებში იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი. 2001-2002 წლებში იყო ევროკომისიის „TACIS“-ის პროექტის ტექნიკური დახმარება კონტროლის პალატაის ადმინისტრაციული ასისტენტი. 2002-2005 წლებში იგი იყო საქართველოს კონტროლის პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეფორმების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი. 2005–2006 წლებში იგი იყო საქართველოს ბანკის კორპორატიული დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების მენეჯერი. 2006–2009 წლებში კი ამავე ბანკის კორპორატიული დეპარტამენტის ენერგეტიკის სექტორის წამყვანი ურთიერთობების მენეჯერი. 2009–2013 წლებში იყო საქართველოს ბანკის კორპორატიულ��� დეპარტამენტის ვი-აი-პი ბანკინგის მომსახურების ჯგუფის დირექტორი; 2014 წელს იყო – სს საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2014-2017 წლებში კი ამავე ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი. 2012-2015 წლებში იყო გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ორმაგი ხარისხის პროგრამის (საფრანგეთი-საქართველო) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. 2017 წლის მარტიდან 2018 წლის ივნისამდე იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. 2018 წლის 20 ივნისიდან ამავე წლის 15 ივლისამდე კი იკავებდა ეკონომიკის მინისტრის პოსტს. 2018 წლის 16 ივლისიდან ამავე წლის ოქტომბრამდე იყო კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დიმიტრი ქუმსიშვილი
ეკონომოკის მინისტრი
2018 20 ივნისი-2018 15 ივლისი
შემდეგი:
გიორგი ქობულია