გია ჭუმბურიძე
გია ჭუმბურიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
7 მარტი, 1951 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მთარგმნელი |
გია ჭუმბურიძე (დ. 7 მარტი, 1951) — ქართველი მთარგმნელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1951 წლის 7 მარტს, ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
იყო მხატვრული თარგმანისა და ლეტერატურული ურთიერთობათა კოლეგიის უფროსი რედაქტორი 1975–1990 წლებში. საქართველოს მთარგმნელთა ასოციაციის რედაქტორ-კონსულტანტი 1990–1992 წლებში. იყო CIPDD-ის გამოცემების მთავარი რედაქტორი 1993–1996 წლებში. 2001–2003 წლებში ალმანახ CaucaSUS-ის ქართულ-ამერიკული პროექტის გამოცემის რედაქტორი. 1995–2006 წლებში იყო ინგლისურენოვანი ჟურნალ Georgian Profile-ის მთავარი რედაქტორი. არის დამოუკიდებელი რედაქტორი.
ნათარგმნი წიგნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენტონ ბერჯესი, „მექანიკური ფორთოხალი“ (1990)
- პატრიკ ზიუსკინდი, „ნელსურნელება“ (ბ. კალანდაძესთან ერთად, 1999)
- ჯ. სელინჯერი, „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ (2005)
არის ავტორი მოთხრობების, სტატიების, ესეების თარგმანებისა, მათ შორის: დენიელ კიზი, ფრანსის ბეკონი, იუკიო მისიმა, პოლ ჯონსონი, ზბიგნეე ბჟეზინსკი, ჯონ მილტონი, სალმან რუშდი, „მასონური სიტყვის კონა — მცირე ლექსიკონი“ და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 571, თბ., 2006.