გია ლობჟანიძე
გია ვარდენის ძე ლობჟანიძე (დ. 11 მაისი, 1957, თბილისი) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1998). საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1996).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 1982–1983 წლებში მუშაობდა გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად. 1983–2002 წლებში იყო თსსი-ის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის თანამშრომელი. 2002–2006 წლებში — თსსუ-ის ქირურგიის №4 კათედრის პროფესორი; 2006–2009 წლებში — თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის კერძო ქირურგიის მიმართულების სრული პროფესორი; 1998–2002 წლებში — თსსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 2002–2004 წლებში — თსსუ-ის ცენტრალური კლინიკის დირექტორი; 2009–2012 წლებში — პ. შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010 წლიდან — თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან ამავე ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიული კათედრის გამგე, პროფესორი; 2018–2019 წლებში — აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი; 2012 წლიდან – შპს საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს გენერალური დირექტორი.
1999–2009 წლებში – საქართველოს ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი; 2009 წლიდან — ამავე ასოციაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლობჟანიძის სამეცნიერო ნაშრომები ეხება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან და გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებებს, ქირურგიულ ინფექციებს, კუჭის რეზექციის შემდგომ გართულებებს და სხვ.
- კუჭის წყლული, თბ., 1998; თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბალური წყლულები, თბ., 1998.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2011).
ლობჟანიძე არის ქ. ატლანტის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1991).