შინაარსზე გადასვლა

განხილვა:მზის სისტემა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (12 იანვარი, 2016).

ხალხნო პლუტონისთვის "პლანეტის" სტატუსი არავის ჩამოურთმევია, "დიდი პლანეტის" სტატუსი ჩამოართვეს და აქციეს "მცირე პლანეტად", ანუ "ასტეროიდად"... მოგეხსენაბათ ალბათ, რომ არსებობს დიდი პლანეტები (აქამდე 9 პლანეტა იყო და ახლა 8 არის) და მცირე პლანეტები, იგივე ასტეროიდები... გთხოვთ გაითვალისწინოთ. linguistus

მიმდინარე სტატიაში პლუტონი "ჯუჯა" პლანეტად არის მოხსენიებული, არაქართულენოვან ვიკიებში სტატია შინაარსობრივად ზუსტად ასეა განხილული - "8 პლანეტა და სხვა ობიექტები - მათ შორის პლუტონი და მისი ერთი ძირითადი თანამგავრი (სულ სამია)". ჩემი აზრით სტატიის მიმდინარე ვერსიის დატოვება საუკეთესო გამოსავალი იქნება გამოცდილი ასტრონომის მიერ ამ სტატიის გარჩევამდე. რევიცი, რევიცი... --GioMac (გიორგი მაჩიტიძე) 18:35, 16 სექტემბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

სურათების შესახებ - მნიშვნელოვანი

[წყაროს რედაქტირება]

ამ სტატიაში გამოყენებულია სურათები. იკვეთება საკითხები

  • ზოგს Adobe CS5 Portable აწერია (სურათზევე). პორტაბელური ვერსია არაოფიციალურია და რბილად რომ ვთქვათ, მეკობრულია. რა საჭიროა ამის მითითება სურათზე?
    • ლეგალურად, პორტაბელური ვერსიების დამზადების უფლება მომხმარებელს აქვს, როდესაც ნაყიდი აქვს ფოტოშოპი და აქვს ე.წ. deployment ხელსაწყო, რომლითაც რასაც უნდა, იმას ამოჭრის საინსტალაციო პაკეტიდან.
  • გარდა ამისა, ავტორის მითითებაც სურათზე არ არის საჭირო - თუკი სურათი აიტვირთება მხოლოდ ვიკიპედიაში და თარგში გაწერილი ექნება, ვინ ფლობს უფლებას თარგმნაზე, ის უკვე დაცული იქნება.
  • და ბოლოს - სურათებზე არის მითითებული ფეისბუკის გვერდი - რაც რეკლამად განიხილება! ავტორს უნდა მიეცეს მითითებები და შენიშვნები. --H.McC. (მომწერეთ) 11:49, 13 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ბექას პასუხი

[წყაროს რედაქტირება]

პლუტონი კლასიფიცირებულია, როგორც "ჯუჯა პლანეტა" და არა პლანეტა. რას ქვია დიდი პლანეტა და პატარა პლანეტა? :დ

სურათებს რაც შეეხება, მე ეს სპეციალურად ჩემი გვერდისთვის დავამზადე, ვიფიქრე გაალამაზებს სტატიას-მეთქი და იმიტომ ავტვირთე, ნუ თუ ამხელა პრობლემაა, წაშალეთ, არაა პრობლემა :) --Hubble განხილვაწვლილი 19:17, 17 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

წასაშლელი არაა. თუ გადააკეთებდით, კარგი იქნებოდა (სამუშაო ფაილები თუ გაქვთ შემორჩენილი, PSD) მე დავწერე ჩემი აზრი, თუ რატომ არ შეესაბამება ვიკიპედიას. გვესმის ყველას, რომ ძირითადად არაოფიციალურ სოფტს ვიყენებთ, მაგრამ ამის აფიშირება ჩვენთან არ ხდება, სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ფილმების სტატიებს ჩამოსატვირთი ბმულები დაერთობოდა ან ალბომების სტატიებს - შესაბამისი ჩამოსატვირთი ბმულები. --H.McC. (მომწერეთ) 08:49, 18 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმე ინფოგრაფიკის .psd შემომრჩა და გადავაკეთებ. მარტო ფოტოშოფის გამოყენება მოვაშორო თუ სხვა რამეც? --Hubble განხილვაწვლილი 11:22, 19 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

ჩვენს მზის სისტემაში მოძრავი ყველა ობიექტი მზის გარშემო ბრუნავს. ესენია:პლანეტები და სხვა მომცრო ციური სხეულები, მაგალითად,მეტეორები,ასტეროიდები და მტვარე. მზის სისტემაში რვა პლანეტა და მილიონობით პატარა ობიექტია.

მზე ვარსკვლავია- მწველი გაზებისაგან შემდგარი უზარმაზარი ბურთი, რომელიც კოსმოს��ი სინათლესა და სითბოს ასხივებს. სწორედ მზის სინათლის გამოა ჩვენთან 150 მლნ. კილომეტრითაა დაშორებული. ამ მანძილზე დედამიწები რომ გავამწკრივოთ, 11 500 დაეტევა. მზე ძალიან დიდია. თუ წარმოიდგენ, რომ შენი გლობუსი ნამდვილი დედამიწაა, მასთან შედარებით მზე ათსართულიანი სახლის ზომის იქნებოდა.

მზიდან პირდაპირ რომ გაემართო, თანმიმდევრობით ჩაუვლი მერკურს,ვენერას,დედამიწას,მარსს,იუპიტერსს,სატურნსს,ურანს და ბოლოს ნეპტუნს. მერკურის ზედაპირის ტემპერტურა დღისით 4500 გრადუსს აღწევს, ურანი და ნეპტუნი კი მზეს იმდენად არიან დაშორებულნი, რომ მათზე დაუჯერებლად ცივა.

მთვარე- ქვის ეს ბურთი ყველაზე კაშკაშა ობიექტია ჩვენი ღამის ცაზე. მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს და ორბიტაზე ერთხელ შემოვლას დაახლოებით ერთ თვეს ანდომებს. ჩვენი თანამგზავრი დედამიწისგან 384 400 კილომეტრითაა დაშორებული. შენს გლობუსს მთვარე რომ ჰქონდეს პატარა გრეიპფრუტის ზომის იქნებოდა.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური უზარმაზარი ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე მიწიდან 400 კმ-ის სიმაღლეზე მოძრაობსს. ის საათში 27 300 კმ-ს გადის და დედამიწის გარშემო საკუთარ ორბიტას 90 წუთში შემოივლის.კოსმოსურ სადგურში მთელი მსოფლიოს ასტრონავტები ცხოვრობენ და მუშაობენ.

ღამის ცა ვარსკვლავებითაა სავსე. მათ უმეტესობას საკუთარი სისტემა აქვს, ანუ მის გარშემო პლანეტები ბრუნავენ. მზის შემდეგ მეორე უახლოესი ვარსკვლავი ჩვენგან 40 ტრილიონი კმ.-ით არის დაშორებული. მის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად დაახლოებით 4 წელი სჭირდება.