განათლება ლაოსში
2005 წელს, ლაოსის წიგნიერების მაჩვენებელმა მოსახლეობის 73% (აქედან 83% მამაკაებს შორის და 63% ქალებს შორის) შეადგინა. ეს საიმედო მაჩვენებლად ითვლება. უძველეს ლაოსში მრავალი ეთნიკური ჯგუფიდან მხოლოდ ლაო ლუმის ჰქონდა ოფიციალური განათლების ტრადიცია, რაც იგივეა, რომ სხვა ჯგუფების ენებს არ ჰქონდათ დამწერლობა. XX საუკუნის შუა წლამდე განათლება ძირითადად, ბუდისტურ ტაძრებში მიმდინარეობდა, სადაც ბერები მორჩილებსა და სხვა ბიჭებს ასწავლიდნენ როგორც კითხვას ორივე, ლაო და პალის ენებზე, ისე არითმეტიკის საფუძვლებს, და სხვა რელიგიურ და სოციალურ საგნებს.
კოლონიური პერიოდის განმავლობაში, საფრანგეთმა შეიქმნა საერო განათლება ლაოსში. ამ სისტემაში სწავლების ენა იყო ფრანგული მეორე ან მესამე კლასის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი რაიონული ცენტრი და რამდენიმე სოფელი განაგრძობდა ამგვარ სწავლებას. ეს სისტემა დიდწილად შეუსაბამო იყო სოფლის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის საჭიროებებსა და ცხოვრების წესებისთვის. და მაინც, ფრანგულ ენაზე სწავლა იტაცებდა ელიტას. ამ სკოლებს ასევე ესწრებოდნენ ვიეტნამის ემიგრანტები.
განათლება 1975 წლიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა მიზნად ისახავდა 1985 წლისთვის უნივერსალური დაწყებითი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას. LPDR- მ მიიღო პასუხისმგებლობა არსებული სამეფო ლაო-მთავრობის განათლების სისტემაზე, რომელიც 1950-იან წლებში დაარსდა და ისეთივე პრობლემების წინაშე დადგა, რომელშიც წინა მთავრობა აღმოჩნდა. საფრანგეთის განათლების სისტემა ჩაანაცვლა ლაოსურმა სასწავლო გეგმამ, თუმცა სწავლების მასალების არარსებობამ ხელი შეუშალა ეფექტურ სწავლებას.
1983-1984 წლებში წამოიწყეს ზრდასრულთა ინტენსიური წიგნიერების კამპანია, რომელიც გაატარეს სოფლად და ქალაქებში მცხოვრები წერა-კითხვის უცოდინარი ხალხისთვის. შედეგად, 750,000-ზე მეტი მოზრდილმა ისწავლა კითხვა და წერა.
1975 წლიდან გაიზარდა სკოლებში მოსწავლეთა ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა. 1988 წელს დაწყებითი სკოლაში ჩარიცხვის პროცენტული მაჩვენებელი ყველა ასაკის მოსწავლეთა 63% იყო. 1992-1993 წლებში 603 000 მოსწავლე ირიცხებოდა დაწყებით სკოლაში, 1976 წელს კი 317,000 მოზარდი, 1959 წელს კი- 100,000. თუმცა, რესურსების ნაკლებობის გამო, საყოველთაო დაწყებითი განათლების მიღწევის მიზანი 1985 წლიდან 2000 წლამდე გადაიდო.
იმის გამო, რომ მასწავლებლები არარეგულარულად იღებდნენ ხელფასს, ისინი იძულებულნი იყვნენ მნიშვნელოვანი დრო სოფლის მეურნეობაში ან სხვა საარსებო ღონისძიებებისთვის გამოეყენებინათ. ამის გამო ბევრ სკოლაში გაკვეთილები ტარდებოდა მხოლოდ რამდენიმე საათ��ს განმავლობაში. არარეგულარულად ჩატარებული გაკვეთილების, გადატვირთული კლასების და სწავლის რესურსების ნაკლებობის გამო კი მოსწავლეს საშუალოდ, 11 დან 12 წლამდე სჭირდებოდა რომ ხუთი წლის ძირითადი კურსი დაესრულებინა. ეს ხდებოდა 1980-იანი წლების ბოლოს.
სტატისტიკა განსხვავებულ სურათს გვიშლის სოფლის და ქალაქის ადგილმდებარეობის, ეთნიკური ჯგუფების და სქესის მიხედვით. ჩარიცხვისა და სასკოლო სწავლების ხარისხი რეგიონებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია ქალაქებში, სადაც ფორმალური განათლების სარგებლობლიანობა უფრო აშკარაა, ვიდრე სოფლის მეურნეობის პირობებში. ურბანულ ნაწილში პედაგოგებს უჭირთ თავიანთი ვალდებულებების შესრულება, ისევე როგორც მათი მოსწავლეების სწავლისადმი დაინტერესება. ამის პარალელურად, მათ სოფლის ცხოვრებასთან და სწავლების არახელსაყრელ პირობებთან პირისპირ მუშაობა უწევთ. ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ წერა-კითხვის ოჯახიდან მომდინარე ტრადიცია და არ ლაპარაკობენ ლაოს, განსაკუთრებით შეზღუდულნი არიან კომუნიკაციის თვალსაზრისით. თუ მასწავლებელი არ არის იგივე ან მსგავსი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, რომლისაც მოსწავლეები, მათი კულტურული განათლება ისეთივე შეზღუდული რჩება, როგორც ადამიანური ურთიერთობები.
საბაზო განათლება 1975 წლიდან გაფართოვდა, მაგრამ 1994 წლის შუალედში კვლავ შეზღუდული ხელმისაწვდომობისა და მოცულობით შემოიფარგლებოდა.
გამოწვევები ლაოსის განათლების სისტემაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსის 6.5 მილიონი მოსახლეობა ეთნიკურად და ლინგვისტურად მრავალფეროვანია. მთავრობამ განისაზღვრა 49 ეთნიკური ჯგუფი, რომელთაგანაც ბევრი საკუთარ ენაზე ლაპარაკობს. 1995 წლიდან აღწერის მონაცემების მიხედვით, ლაოსის 23% მოსახლეს არასდროს უვლია სკოლაში, შედარებით 34, 56 და 67% ფუთაის, ხმუისა და ჰომოგელისგან. ორ უმცირეს ეთნიკურ ჯგუფს შორის, კმორის 94%-ს და მუზირის 96%-ს სკოლაში საერთოდ არ უვლია.
ზოგადად, ლაოსში გოგონები ნაკლებად ესწრებიან სკოლას ვიდრე ბიჭები და ნაკლებ კლასებსაც ამთავრებენ, ვიდრე ბიჭები.
ამჟამად განათლების სისტემა ვითარდება არასაკმარისი დაფინანსების, კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობის და ხშირად, შეზღუდული რესურსების არაეფექტიანი განაწილების მკაცრი შეზღუდვების პირობებში. არსებობს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული, ეთნიკური, გენდერული და სიმდიდრის უთანასწორობის საგანმანათლებლო მომსახურების განაწილებაში, და შეუსაბამობა არსებობს სისტემის ყველა დონეზე.
ლაო არის ლაოსის ოფიციალური ენა. იგი ასევე არის მოსახლეობის 50%-ის პირველი ენა. ოჯახების დანარჩენი 50%-დან, რომელშიც ლაოს არ ლაპარაკობენ, სკოლებში მიდიან ��ნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების დეფიციტის მქონე ბავშვები.
ქვეყნისთვის სწავლების ენის შეცვლა კი ცხადია, რთული საკითხია, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები მაინც შეიძლება იქნას გადადგმული.