გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 62/243
გაეროს გა რეზოლუცია 62/243 | |
---|---|
აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები | |
თარიღი | 14 მარტი 2008 |
სხდომა № | 62-ე პლენარული |
კოდი | A/RES/62/243 (დოკუმენტი) |
თემა | აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა |
კენჭისყრა |
მომხრე: 39 წინააღმდეგი: 7 თავი შეიკავა: 100 არ მონაწილეობდა: 46 |
შედეგი | რეზოლუცია მიღებულია |
გაერ��ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 62/243 სახელწოდებით „აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა“, მიიღეს 2008 წლის 14 მარტს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიაზე, რომელიც ეხებოდა მთიან ყარაბაღში არსებულ მდგომარეობას. ეს გახდა გაეროს მეხუთე დოკუმენტი და გაეროს გენერალური ასამბლეის პირველი დოკუმენტი მთიანი ყარაბაღის შესახებ.
რეზოლუციამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა აზერბაიჯანის „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა“, მოითხოვა „აზერბაიჯანის ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, ყველა სომხური ძალების დაუყოვნებელი, სრული და უპირობო გაყვანა“ და ხაზი გაუსვა, რომ „არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც დახმარებას გაუწევს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციას“.[1] რეზოლუცია მიიღეს 2008 წლის ტერტერის შეტაკებების შემდეგ, რომელიც ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველაზე დიდი დარღვევა გახდა.
რეზოლუციის პროექტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის დასაწყისში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფაქტების დამდგენმა კომისიამ, დაამტკიცა სომხური დასახლებების არსებობა აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.[2] აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, აქშინ მეჰდიევმა წარადგინა რეზოლუციის A/62/L.42 პროექტი, რომელიც მიიღეს 39 მომხრე, 7-ის წინააღმდეგ (მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებიც) რეზოლუციის სასარგებლოდ, ხოლო 100-მა თავი შეიკავა. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს კენჭისყრის შედეგებს.[2]
ხმის პოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინდონეზია : ინდონეზიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მან მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ვინაიდან, დოკუმენტი ადასტურებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პრინციპებსა და ამოცანებს.[2]
- ეუთოს მინსკის ჯგუფი : ჯგუფის სახელით მოსაუბრე აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეებმა რეზოლუციას ხმა არ მისცეს იმიტომ, რომ მათ „რეზოლუცია 62/243 განიხილეს, როგორც შერჩევითი, რადგან მხოლოდ გარკვეული პრინციპების პროპაგანდას ემსახურება, ხოლო სხვებს გამორიცხავს, საწინააღმდეგოდ თანათავმჯდომარეების წინადადებასთან, რაც აბალანსებს ყველას“.
- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა : სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლის განცხადებით, მისი დელეგაცია კენჭისყრისგან თავი შეიკავა, რადგან ქვეყანა მხარს უჭერს ეუთოს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარებაში.[2]
- გაერთიანებული სამეფო : ლორდ ჰოუელ გილდფორდის განცხადებით, მისმა ქვეყანამ კენჭისყრისგან თავი შეიკავა, რადგან „რეზოლუციამ არ გაითვალისწინა მადრიდის პრინციპები ან მინსკის ჯგუფის პროცესი“.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები მთიანი ყარაბაღის შესახებ
- ითოს რეზოლუცია 10/11
- ითოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რეზოლუცია 10/37
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Resolution adopted by the General Assembly on 14 March 2008 – The situation in the occupied territories of Azerbaijan. United Nations (14 March 2008). ციტირების თარიღი: 18 March 2017.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 General Assembly adopts resolution reaffirming territorial integrity of Azerbaijan, demanding withdrawal of all Armenian forces. United Nations. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
- ↑ House of Lords Written Answers 5 July 2010. UK parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-13. ციტირების თარიღი: 2010-12-08.