ბუდინოვსკის საავადმყოფოს ტერორისტული ინციდენტი
ბუდინოვსკის საავადმყოფოს ტერორისტული ინციდენტი (ხშირად ცნობილია როგორც მძევლების აყავნის პროცესი ბუდინოვსკის საავადმყოფოში) — მძევლების აყვანის პროცესი ბუდინოვსკის საავადმყოფოში. ეს მოხდა 1995 წლის 14 – დან 19 ივნისამდე, როდესაც 80 – დან 200 – მდე ჩეჩენი სეპარატისტი შამილ ბასაევის მეთაურობით თავს დაესხა რუსეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბუდიონოვსკს (მოსახლეობა დაახლოებით 60,000). თავდასხმის მსვლელობისას მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართეს (რომელიც მოგვიანებით ჩაიშალა).
საწყისი შეტევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბასაევის ხალხი გადავიდა სტავროპოლის მხარეში სატვირთო ავტომობილებში დამალვის გზით. 14 ივნისს, დაახლოებით შუადღისას, ისინი შეიჭრნენ პოლიციის მთავარ განყოფილებაში და მერიაში, სადაც მთავრობის ოფისებზე აღმართეს ჩეჩნეთის დროშები.
რამდენიმე საათის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების შემდეგ მათ ქალაქის საავადლყოფოში გადაინაცვლეს. ქ მათ მძევლად აიყვანეს 1500-დან 1800 ადამიანი (ზოგიერთი შეფასებით, ისინი აღწევენ 2,000 ან თუნდაც 2,500), რომელთა უმეტესობაც მშვიდობიანი მოქალაქე იყო (მათ შორის 150-მდე ბავშვი და რამდენიმე ახალშობილი). საავადმყოფოში შესვლამდე მათ დახვრიტეს 100-მდე სამოქალაქო პირი თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.[1]
მძევლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბასაევმა ულტიმატუმი წამოაყენა და მძევლების მოკვლით იმუქრებოდა, თუ მის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდნენ. ეს მოიცავდა ჩეჩნეთის პირველი ომის დასრულებას და რუსეთის მიერ ჩეჩნეთის წარმომადგენლებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს. ასევე, ბასაევმა მოსთხოვა რუსეთის ხელისუფლებას ჟურნალისტების დაშვება და ჩეჩნეთის პოზიციაზე შესვლა. რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა დაუყოვნებლივ აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მძევლების გასათავისუფლებლად მან შეტევა დაგმო და მას ,,უპრეცედენტო ცინიზმი და სისასტიკე" უწოდა.
15 ივნისს საღამოს 8 საათზე ჩეჩნებმა მოკლეს მძევალი. როდესაც რეპორტიორები დანიშნულ დროს არ მივიდნენ, ბასაევის ბრძანებით კიდევ ხუთი მძეველი დახვრიტეს. ნიუ იორკ თაიმსმა საავადმყოფოს მთავარი ექიმის სიტყვებზე დაყრდნობით თქვა, რომ ,,რამდენიმე ჩეჩენმაშემთხვევითობის პრინციპით ააყენა ხუთი მძევალი და ესროლა მათ, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი სერიოზულად ითხოვდნენ რუსული ჯარების გასვლას მათი მიწებიდან".
უსაფრთხოების მინისტრმა სერგეი სტეპაშინმა სიკვდილით დასჯის შესახებ ცნობებს ,,ბლეფი" უწოდა.
[2]სამდღიანი ალყის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ძალებს დაავალა საავადმყოფოს კომპლექსის განთავისუფლება. დასაქმებულ ძალებში შედიოდნენ: პოლიცია ("მილიცია") და შინაგანი ჯარები, ასევე სპეცრაზმი, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ელიტარული ალფა ჯგუფი. დატყვევებიდან მეოთხე დღეს, გამთენიისას, სპეციალურმა ძალებმა შეუტიეს საავადმყოფოს შენობას, სასტიკი წინააღმდეგობის გაწევით. რამდენიმესაათიანი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც მრავალი მძევალი მოკლეს, შეთანხმდნენ ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და 227 მძევალი გაათავისუფლეს; 61 ადამიანი გაათავისუფლა რუსულმა ჯარებმა.
რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოზე რუსეთის მეორე შეტევაც ჩაიშალა და ეს მესამედაც განმეორდა, რასაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი მოჰყვა. რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნები დაადანაშაულა მძევლების ადამიანურ ფარად გამოყენებაში. ელცინის ადამიანის უფლებების საკითხებში მრჩეველმა სერგეი კოვალიოვმა აღწერა სცენა: ,,ნახევარ საათში საავადმყოფო იწვა და მეორე დილამდე გავიგეთ, რა მოხდა იქ ამ სროლის შედეგად. ჩემი თვალით ვნახე ნაჭრები ადამიანის ხორცი კედლებსა და ჭერზე იყო მიჯაჭვული და დამწვარი გვამები ... ".
მსხვერპლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური მონაცემებით, 129 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 415 დაიჭრა (მათგან 18 მოგვიანებით გარდაიცვალა ჭრილობის გამო). გარდაცვლილებიდან 105 მძევალი იყო. ამასთან, დამოუკიდებელი შეფასებით, საავადმყოფოზე სპეცრაზმის თავდასხმის შედეგად 166 მძევალი დაიღუპა და 541 დაიჭრა.[3] დაიღუპა მინიმუმ 11 რუსი პოლიციელი და 14 ჯარისკაცი. რუსეთის მიერ ევროსაბჭოსთვის წარდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ დაიღუპა 130 მშვიდობიანი მოქალაქე, 18 პოლიციელი და 18 ჯარისკაცი და დაიჭრა 400-ზე მეტი ადამიანი. [4]
განადგურდა და დაზიანდა ქალაქში 160 – ზე მეტი შენობა, მათ შორის 54 მუნიციპალური შენობა და 110 კერძო სახლი.[5][6] ყოფილ მძევლებს შორის ბევრს ჰქონდა ფსიქოლოგიური ტრავმა და ისინი ბუდიონოვსკის ახალ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (in Russian) Буденновск Archived 6 October 2014 at the Wayback Machine
- ↑ Chechen Rebels Said to Kill Hostages at Russian Hospital, The New York Times, 16 June 1995
- ↑ Adam Dolnik, Understanding Terrorist Innovation: Technology, Tactics and Global Trends, 2007 (p. 105)
- ↑ Documents, working papers - Council of Europe, Parliamentary Assembly - 2000, volume 2
- ↑ History of Chechen rebels' hostage taking დაარქივებული 2017-03-21 საიტზე Wayback Machine. Gazeta.Ru, 24 October 2002
- ↑ Day of remembrance for victims of Chechen rebel group's attack on Budyonnovsk hospital Archived 27 November 2006 at the Wayback Machine, Pravda, 14 June 2004