ბუბა კუდავა
ბუბა კუდავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1972 (52 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბუბა კუდავა (დ. 25 ოქტომბერი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი 2006-2015 წლებში.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში 1972 წლის 25 ოქტომბერს. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1995). თსუ-ის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორანტი, მეცნიერი თანამშრომელი (1994-2006), საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი (2000-2006), ისტორიის ფაკულტეტის დეკანი (2005); ჰუმანიტალური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (2005), ასოცირებული პროფესორი (2006-2012); კითხულობდა ლექციებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში (2003-2005); ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე (2006), დირექტორი 2006-2015 წლებში.
არის ისტორიის დოქტორი, დისერტაციის თემა: „დასავლეთ საქართველოს ეკლესია (IX-XI სს.)“ (2003). არის V კლასის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს — „ჩვენი სამშობლოს მატიანე“ (2003-2010) თანაავტორი. მისი მთავარი სამეცნიერო ინტერესებია: შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია, ტაო-კლარჯეთის რეგიონი, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, ქართული საისტორიო და კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ, ქართული ხ��ლნაწერი და საარქივო მემკვიდრეობა, ქართული პალეოგრაფია.
სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და წევრი (2003 წლიდან). ტაო-კლარჯეთში ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი (2003-2012), საგამომცემლო სერიის — „სამხრეთ კავკასია და ანატოლია“ — სარედაქციო ჯგუფის წევრი; თურქულ-ქართული ჟურნალის — ფიროსმანი ერთ-ერთი რედაქტორი (სტამბოლი, 2007-2010).
ჟურნალ „არტანუჯის“ დამფუძნებელი და რედაქტორ-გამომცემელი (1993 წლიდან), გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი (2000), დირექტორი (2000-2006). საგამომცემლო სერიების — „არტანუჯის წყაროები“, „კოლხური სერია“, „საქართველოს ეკლესიის ისტორია“, „აფხაზეთის სერია“ — მთავარი რედაქტორი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტიდან ბუბა კუდავა საბოლოოდ გაუშვეს. კვირის პალიტრა (16 მაისი, 2015). ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2019.