ბრონცია კოლერ-პინელი
ბრონცია კოლერ-პინელი | |
---|---|
დაიბადა | 25 თებერვალი, 1863[1] ან 2 მარტი, 1863[2] |
დაბადების ადგილი | სანოკი[2] |
გარდაიცვალა | 26 აპრილი, 1934[1] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ობერვალტერსდორფი და ვენა[3] |
ჟანრი | პორტრეტი |
ბრონცია კოლერ-პინელი (დ. 25 თებერვალი, 1863, სანოკი — გ. 26 აპრილი, 1934, ობერვალტერსდორფი) — ავსტრიელი ექსპრესიონისტი მხატვარი, სპეციალიზებულია პორტრეტებსა და ყოფაცხოვრების ჟანრში.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ის დაიბადა ბრონისლავა პინელესის სახელით ებრაულ ოჯახში, რომელიც დღესდღეობით პოლონეთშია. მისი მამა საულ პინელესუ (1834, ტისმენიცა – 1903, ვენა) სამხედრო ფორტიფიკაციების დიზაინერი იყო. 1870 წელს ისინი გადავიდნენ ვენაში, რათა დაეწყოთ სამრეწველო ბიზნესი (სადაც გვარი „პინელით“ შეიცვალეს) და ბრონცია დადიოდა კერძო სამხატვრო გკვეთილებზე ალოის დელიგთან. 1885 წელს მას პირველი საჯარო გამოფენა ჰქონდა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდა მიუნხენში, მხატვართა ასოციაცია „Damenakademie“-ში, ლუდვიგ ფონ ჰერთერიჩის სტუდიაში. ამას მოჰყვა გამოფენები ვენის Künstlerhaus-ში, მიუნხენსა და ლაიფციგში.
1896 წელს ოჯახის ნების წინააღმდეგ ის ცოლად გაჰყვა ელექტრო-ფიზიკოს დოქტორ უგო კოლერს, რომელიც კათოლიკე იყო. მათი შვილი ქრისტიანად აღზარდეს, თავად ბრონცია კი ქრისტიანად არასოდეს მონათლულა. თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ ზალცბურგში და ნიურნბერგში, მაგრამ 1902 წელს დაბრუნდნენ ვენაში. მცირე ხნის შემდეგ კი ბრონცია გახდა ვენის სეცესიონის წევრი. 1904 წელს მან მემკვიდრეობით მიიღო სახლი ობერვალტერსდორფში. ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად სახლში, რომელიც იოზეფ ჰოფმანმა და კოლომან მოზერმა გააფორმეს. მოკლე ხანში ბრონციამ შექმნა სალონი, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ეგონ შილე, ანტონ ფაისტაუერი და ალბერტ პარის გიუტერსლო.
მისი ვაჟი რუპერტი (1896–1976) გახდა დირიჟორი და მოკლე ხანში იქორწინა ანა მალერთან. ქალიშვილი, სილვია (1898–1963) იყო მხატვარი.
გამორჩეული ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ქალი ლურჯი თავშალით (თარიღი უცნობია)
-
სილვია კოლერი ჩიტის გალიასთან ერთად (1905)
-
დაამჯდარი (1907)
-
ნატურმორტი წითელ სპილოსთან ერთად (1920)
-
ფრიდრიხ ეკსტაინის პორტრეტი (1920)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Die Malerin Broncia Koller 1863–1934. Exhibition catalog, Niederösterreichisches Landesmuseum, Vienna (1980)
- Tobias G. Natter: Broncia Koller Pinell. Eine Malerin im Glanz der Wiener Jahrhundertwende. Exhibition catalog. Jüdisches Museum, Vienna (1993)
- Boris Manner: Broncia Koller-Pinell 1863–1934. Brandstätter, Vienna (2006) ISBN 3-902510-88-9
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ArtNet: More work by Koller-Pinell
- Wien-Vienna Website: "On the Career of Broncia Koller", a book review by Susanne Neuberger
- Broncia Koller-Pinell @ The Blue Lantern
- ↑ 1.0 1.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 2.0 2.1 Murau K. Wiener Malerinnen — S. 84–85.
- ↑ Czech National Authority Database