ბოგდან ლობონტი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ბოგდან ლონუტ ლობონტი | ||
დაბადების თარიღი | 18 იანვარი, 1978 | ||
დაბადების ადგილი |
ჰუნედოარა რუმინეთი | ||
სიმაღლე | 184 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1991–1995 | კორვინული | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1995–1997 | კორვინული | 40 | (0) |
1997–2000 | რაპიდი ბუქ. | 80 | (0) |
2000–2006 | აიაქსი | 49 | (0) |
2001–2002 | → დინამო ბუქ. | 22 | (0) |
2006–2007 | ფიორენტინა | 17 | (0) |
2007–2009 | დინამო ბუქ. | 71 | (0) |
2009–2018 | რომა | 22 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1998–2018 | რუმინეთი | 85 | (0) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2018– | უნივერსიტატია კლუჟი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბოგდან ლონუტ ლობონტი (რუმ. Bogdan Ionuț Lobonț; დ. 18 იანვარი, 1978; ჰუნედოარა; რუმინეთი) — რუმინელი ფეხბურთელი, მეკარე. 2009–2018 წლებში იცავდა „რომას“, ხოლო 1998–2018 წლებში რუმინეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 2018 წლის დეკემბრიდან რუმინული საფეხბურთო კლუბის, ქ. კლუჟ-ნაპოკას „უნივერსიტატიას“ (რუმ. Fotbal Club Universitatea Cluj) მთავარი მწვრთნელია.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლობონტმა კარიერა დაიწყო „კორვინულ ჰუნედოარაში“. ის კლუბში დარჩა 1997 წლამდე, შემდეგ გადავიდა ბუქარესტის „რაპიდში“. 2000 წელს გადავიდა ჰოლანდიის ერედივიზიის კლუბ „აიაქსში“. 2001–2002 წლებში განათხოვრებული იყო ბუქარესტის „დინამოში“.
„აიაქსში“ დაბრუნების შემდეგ ის რეგულარულად ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში და კლუბთან ერთად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზეც.
2006 წლის იანვარში ლობონტი გადავიდა სერია A-ს კლუბ „ფიორენტინაში“.
2009 წლის 31 აგვისტოს სერია A-ს კლუბმა „რომამ“ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლობონტის დებიუტი რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში შედგა 1998 წელს. ის ნაკრების შემადგენლობაში იყო ევროპის 2000 და 2008 წლების ჩემპიონატებზე.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რაპიდი ბუქარესტი
- რუმინეთის ჩემპიონატი: 1998–99
- რუმინეთის თასი: 1998
- რუმინეთის სუპერთასი: 1999
- აიაქსი
- ერედივიზია: 2003–04
- დინამო ბუქარესტი
- რუმინეთის ჩემპიონატი: 2001–02, 2006–07
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბოგდან ლობონტის პროფილი დაარქივებული 2013-02-01 საიტზე Wayback Machine. ASRoma.it-ზე
- Bogdan Lobonţ — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ბოგდან ლობონტი RomanianSoccer.ro-ზე
- სტატიების ესკიზები ფეხბურთელების შესახებ
- დაბადებული 18 იანვარი
- დაბადებული 1978
- რუმინელი ფეხბურთელები
- ერედივიზიის ფეხბურთელები
- სერია A-ს ფეხბურთელები
- ამსტერდამის აიაქსის ფეხბურთელები
- რომას ფეხბურთელები
- ბუქარესტის დინამოს ფეხბურთელები
- რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელები
- 2000 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები