ბირკიანის განძი
იერსახე
ბირკიანის განძი, XVII საუკუნის ვერცხლის მონეტების განძი, აღმოჩენილია 1967 წელს პანკისის ხეობაში, სოფ. ბირკიანში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). მონეტები მოჭრილია ირანის შაჰების სეფი I-ისა (1639-1642) და აბას II-ის (1642-1666) სახელით. ბირკიანის განძის ქრონოლოგიური ჩარჩოებია 1929/1930-1642. ცნობილი ზარაფხანების (თბილისი, განჯა, ხოვეიზა) პროდუქციის გვერდით არის ზაგემის ზარაფხანაში მოჭრილი 2 მონეტაც. ეს ზარაფხანა ბირკიანის განძის აღმოჩენამდე უცნობი იყო. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯალაღანია ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 407.