ბირენბერგი
ბირენბერგი | |
---|---|
Beerenberg | |
კოორდინატები: 71°04′36″ ჩ. გ. 8°09′52″ დ. გ. / 71.07667° ჩ. გ. 8.16444° დ. გ. | |
ქვეყანა | ნორვეგია |
სიმაღლე | 2 277 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1985 |
ბირენბერგი (ინგლ. Beerenberg) — აქტიური სტრატოვულკანი ნორვეგიაში, იან-მაიენის კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე.[1] იგი ერთადერთი აქტიური ვულკანია ნორვეგიაში.[2]
ვულკანის თავზე არის დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგანის კრატერი, რომელიც ძირითადად ყინულითაა დაფარული.[3] ვულკანის სიმაღლეა 2 277 მ. მისი უმაღლესი წერტილია „ჰააკონ მე-7 ტოპენი“ (Haakon VII Toppen) კრატერის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ვულკანის ზედა ფერდობები ძირითადად ყინულით არის დაფარული, რამდენიმე ძირითადი მყინვარით, რომელთაგან ხუთი ზღვამდე აღწევს.[4] მყინვარებიდან ყველაზე გრძელია ვეიპრეხტის მყინვარი, რომელიც კრატერიდან ზღვამდეა გადაჭიმული, დაახლოებით 6 კმ-ზე.
ბირენბერგი ძირითადად შედგება ბაზალტის ლავური ნაკადებისგან. ფერდობზე ნაპრალების გასწვრივ ჩამოყალიბდა მრავალი ვულკანური კონუსი.
სახელი „ბირენბერგი“ ჰოლანდიურად ნიშნავს „დათვის მთას“. იგი მომდინარეობს მე-17 საუკუნის მეთეევზეებისგან, რომლებმაც მთის კალთაზე თეთრი დათვი დაინახეს.[5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jan Mayen: volcano in the freezer (25 Aug 2015). ციტირების თარიღი: 31 May 2016
- ↑ Jan Mayen Expedition 1997 European Volcanological Society. ციტირების თარიღი: 4 May 2015
- ↑
- Jan Mayen (ინგლისური) — სტატია გლობალური ვულკანიზმის პროგრამიდან
- ↑ Jan Mayen Topographic Map
- ↑ James Gordon Hayes, The Conquest of the North Pole: Recent Arctic Exploration, p. 222, Taylor & Francis, 1934