ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკა (ბერძ. βιβλιοθήκη < βιβλίον — წიგნი; ბერძ. θήκη — საცავი) — კულტურულ-საგანმანათლებლო და დამხმარე სამეცნიერო დაწესებულება, ბეჭდვით ნაწარმოებთა საზოგადოებრივი სარგებლობის ორგანიზატორი. სისტემატურად კრებს ბეჭდვითს ნაწარმოებებს, იცავს მათ, უწევს პროპაგანდას და გასცემს მკითხველებზე, ატარებს აგრეთვე საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ მუშაობას.
ბიბლიოთეკების ისტორია საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ეკლესია-მონასტრების დაარსებისთანავე წიგნსაცავის შექმნაზე ზრუნავდნენ. ყველა ეკლესია-მონასტერს თავისი წიგნსაცავი ჰქონდა. ბიბლიოთეკებს ძირითადად შემოწირული წიგნები შეადგენდნენ. X საუკუნეში უკვე მოწესრიგებული ჩანს წიგნების დაცვის, სარგებლობისა და აღნუსხვა-აღწერის საქმე. წიგნით სარგებლობა მხოლოდ საცავში შეიძლებოდა. დიდ კულტურულ-სამწიგნობრო ცენტრებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში შეიქმნა, თავისი ბიბლიოთეკა ჰქონდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურგენიძე ნ., ლორია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 358—359.
![]() |
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |