შინაარსზე გადასვლა

ბენკულუ (ქალაქი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ბენკულუ
დროშა გერბი

ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
შიდა დაყოფა Gading Cempaka[1] , Kampung Melayu[1] , Muara Bangka Hulu[1] , Ratu Agung[1] , Ratu Samban[1] , Selebar[1] , Singaran Pati[1] , Sungai Serut[1] და Teluk Segara[1]
კოორდინატები 3°47′44″ ს. გ. 102°15′33″ ა. გ. / 3.79556° ს. გ. 102.25917° ა. გ. / -3.79556; 102.25917
მმართველი Helmi Hasan
დაარსდა 18 მარტი, 1719
ფართობი 151.7 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 2±1 მეტრი
მოსახლეობა 360 495 (2015)[2]
სასაათო სარტყელი UTC+07:00
ოფიციალური საიტი http://www.bengkulukota.go.id/
ბენკულუ (ქალაქი) — ინდონეზია
ბენკულუ (ქალაქი)

ბენკულუ — ინდონეზიის პროვინცია ბენკულუს დედაქალაქი. სიდიდით მეორე ქალაქი კუნძულ სუმატრის დასავლეთ სანაპიროზე პადანგის შემდეგ. ადრე ეს ტერიტორია ინდერაპურის სამეფოსა და ბანტენის სასულთნოს გავლენის ქვეშ იყო. ქალაქში 1939 წლიდან 1942 წლამდე გადასახლების პერიოდში ცხოვრობდა სუკარნო. ქალაქის ფართობია 151,70 კმ² და 2010 წლის მონაცემებით ცხოვრობს 308 544 ადამიანი, 2020 წლის აღწერით 373 591 ადამიანი. ოფიციალური შეფასებით 2023 წლის შუა რიცხვებში მისი მოსახლეობა შეადგენდა 391 117 ადამიანს, მათ შორის 197 489 მამაკაცი და 193 628 ქალი. ბენკულუ ერთადერთი ქალაქია პროვინციაში.

ქალაქი ბენკულუ ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ 1685 წელს დააარსა (ბრიტანელებმა მას ბენქულინი უწოდეს), ქალაქი მათი ახალი სავაჭრო ცენტრი იყო რეგიონში. XVII საუკუნეში, ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია ბანტენის პორტიდან აკონტროლებდა ვაჭრობას სუმატრის სამხრეთ ლამპუნგის რეგიონში, რომელიც მდებარეობდა მეზობელი კუნძულ იავის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. 1682 წელს ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის რაზმმა თავდასხმა მოაწყო ბანტენზე. ადგილობრივი გვირგვინოსანი კრონპრინცი დანებდა ჰოლანდიელებს, რომლებმაც იგი სულთნად აღიარეს. ჰოლანდიელებმა გააძევეს ბანტენში მყოფი ყველა სხვა ევროპელი, რამაც ბრიტანელები იძულებული გახადეს დაეარსებინათ ბენკულუ. 1714 წელს ბრიტანელებმა ბენკულუში ააშენეს მარლბოროს ციხესიმაგრე.

სავაჭრო ცენტრი არასოდეს ყოფილა ფინანსურად მომგებიანი, მისი შორს მდებარეობისა და წიწაკის მოპოვების სირთულის გამო. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ბრიტანელები განაგრძობდნენ იქ ყოფნას, რაც გაგრძელდა ერთ საუკუნეზე მეტ ხანს და საბოლოოდ გადასცეს ჰოლანდიელებს 1824 წლის ანგლო-ჰოლანდიური ხელშეკრულების ფარგლებში, რათა ყურადღება გაემახვილებინათ მალაკაზე. ედმუნდ რობერტსი, აშშ-ის პირველი წარმომადგენელი შორეულ აღმოსავლეთში, 1832 წელს ეწვია ბენკულუს. როგორც დღევანდელი ინდონეზიის დანარჩენი ნაწილი, ბენკულუ რჩებოდა ჰოლანდიის კოლონიად მეორე მსოფლიო ომამდე.[3]

სუკარნო (შემდეგ ინდონეზიის პირველი პრეზიდენტი) 1930-იან წლებში პატიმრობაში იმყოფებოდა ჰოლანდიელი კოლონიზატორების მიერ 1930-იან წლებში, მცირე ხნით ბენკულუშიც. სუკარნო სწორედ ბენკულუში შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს ფატმავათს.

ეს რეგიონი დაბალ სიმაღლეზე მდებარეობს და ჭაობიანია. XIX საუკუნის შუა პერიოდში, მალარია და მასთან დაკავშირებული დაავადებები ფართოდ იყო გავრცელებული. ბენკულუ მდებარეობს სუნდის რღვევის ზონაში და მიდრეკილია მიწისძვრებისა და ცუნამის მიმართ. 2000 წლის ივნისის ენგანოს მიწისძვრამ სულ მცირე 100 ადამიანი შეიწირა. ბოლო ანგარიშის თანახმად, ბენკულუ რისკის ქვეშაა მოქცეული იმ ზღვისქვეშა მიწისძვრების გამო, რომლებიც სუმატრის სანაპიროზე იქნა პროგნოზირებული. 2007 წლის სექტემბერში ბენკულუში მიწისძვრების სერია მოხდა, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ბენკულუს ფართობია 151.70 კვ. კმ. და მდებარეობს კუნძულს სუმატრის დასავლეთ სანაპიროზე. პროვინციის სანაპირო ხაზი დაახლოებით 525 კმ სიგრძისაა. ქალაქი ბენკული მდებარეობს ბუკიტ-ბარისანის ქედსა და ინდოეთის ოკეანის სანაპიროს შორის.

ბენგკულუს მდებარეობს ეკვატორული კლიმატური სარტყელში და ახასიათებს მთელი წლის განმავლობაში ძალიან ძლიერი ნალექი.

ჰავის მონაცემები — Bengkulu
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 31.3 31.8 31.8 32.0 32.1 31.9 31.7 31.6 31.3 31.0 31.0 30.9 31.5
საშუალო დღიური °C 26.6 26.9 26.9 27.2 27.3 26.9 26.5 26.5 26.6 26.5 26.6 26.5 26.8
საშუალო დაბალი °C 22.0 22.1 22.1 22.5 22.5 21.9 21.4 21.5 21.9 22.1 22.2 22.1 22.0
საშუალო ნალექი (მმ) 314 270 301 285 234 189 186 205 238 363 412 363 3 360
წყარო: [4]

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ბენკულუ 2010 წლის აღწერის დროს შედგებოდა რვა ადმინისტრაციული რაიონისგან (kecamatan), ხოლო შემდეგ, მეცხრე რაიონი (სინგარან-პატი) ჩამოყალიბდა არსებული გადინგ-ჩემპაკის რაიონის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილიდან. რაიონები მოცემულია ქვევით მათი ფართობებით და მოსახლეობის რაოდენობით 2010 წლის და 2020 წლის აღწერების მიხედვით, აგრეთვე ოფიციალური შეფასებებით 2023 წლის შუა პერიოდისთვის. ცხრილი ასევე მოიცავს ადმინისტრაციული სოფლების (kelurahan) რაოდენობას თითოეულ რაიონში და მათ საფოსტო ინდექსებს.

კოდი რაიონის
სახელი
ფართობი
კმ2
მოსახლეობა
2010
მოსახლეობა
2020
მოსახლეობა
2023
სოფლების
რაოდენობა
საფოსტო
კოდი
17.71.01 სელებარი 46.36 46,211 79,498 89,480 6 38211, 38213,
38214, 38216
17.71.05 კამპუნგ-მელაიუ 23.14 28,372 43,986 47,890 6 38215, 38216
17.71.02 გადინგ-ჩემპაკა 14.42 78,767 38,848 38,920 5 38221, 38225,
38229
17.71.06 რატუ-აგუნგი 11.02 49,255 50,562 49,950 8 38223, 38224,
38227, 38228
17.71.07 რატუ-სამბანი 2.84 24,624 21,344 21,190 9 38221, 38222,
38223, 38227
17.71.09 სინგარან-პატი 14.44 (a) 41,304 40,940 6 38221, 38224,
38226, 38229
17.71.03 ტელუკ-სეგარა 2.76 23,998 22,041 22,000 13 !38113 - 38119
17.71.08 სუნგაი-სერუტი 13.53 21,981 25,255 25,720 7 38119
17.71.04 მუარა-ბანგკა-ჰულუ 23.18 35,336 50,663 55,020 7 38121, 38122,
38125, 38126
სულ 151.70 308,544 373,591 391,117 67