შინაარსზე გადასვლა

ბენი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბენი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბენი

მდ. ბენი ლა-პასთან
ქვეყანა ბოლივია
ქალაქები ლა-პასი, რურენაბაკე
სათავე ანდები
სიგრძე 1500 კმ
აუზის ფართობი 850 ათ. კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ბენი ვიკისაწყობში

ბენი ��სპ. Río Beni) — მდინარე ბოლივიის ჩრდილოეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 1500 კმ, აუზის ფართობი 850 ათ. კმ2. სათავე აქვს ანდების მთების განშტოებაზე, ქალაქ ლა-პასის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ზემო დინებაში ჭორომიანია, ქვემო დინებაში ქმნის მეანდრებს. წყალდიდობა დეკემბრიდან მაისამდე იცის. სანაოსნოა შესართავიდან 29 კილომეტრი - ქალაქ რურენაბაკედან ესპაერანსის ჩანჩქერამდე. ერთვის მდინარე მამორეს და ერთობლივად სათავეს უდებენ მდინარე მადეირას - ამაზონის უდიდეს მარჯვენა შენაკადს.

  • ქსე, ტ. 2, გვ. 307, თბილისი, 1977 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]