შინაარსზე გადასვლა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2010

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2010
ბელარუსის დროშა
2006 ←
19 დეკემბერი, 2010 (2010-12-19)
→ 2015

 
ნომინანტი ალექსანდრე ლუკაშენკო ანდრეი სანიკოვი
პარტია დამოუკიდებელი კანდიდატი დამოუკიდებელი კანდიდატი
მოსახლეობის ხმები 5 130 557 156 419
პროცენტულობა 79.65% 2.43%

პრეზიდენტი არჩევნებამდე

ალექსანდრე ლუკაშენკო
დამოუკიდებელი კანდიდატი

არჩეული პრეზიდენტი

ალექსანდრე ლუკაშენკო
დამოუკიდებელი კანდიდატი

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2010 — რიგით მე-4 საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში, რომელიც 2010 წლის 19 დეკემბერს ჩატარდა.[1] არჩევნები თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2011 წლის დასაწყისში. საბოლოო თარიღი განისაზღვრა ბელარუსის ეროვნული ასამბლეის რიგგარეშე სესიის დროს, 2010 წლის 14 სექტემბერს.[2]

ათი კანდიდატიდან ბელარუსის სებტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 79,67% მიიღო. ანდრეი სანიკოვმა ხმების განაწილების მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა.[3][4] არჩევნების შემდეგ მოეწყო საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც სპეცრაზმელებმა ძალადობით ჩაახშეს.[5] ასობით მომიტინგე და არჩევნებში მონაწილე შვიდი კანდიდატი ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო არჩევნების მეორეადგილოსანი, ანდრეი სანიკოვი.[6]

დასავლეთის ქვეყნებმა არჩევნები შეაფასეს, როგორც ფარსი და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უხეში შეურაცხყოფა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაკავებულების განთავისუფლება მოითხოვეს. ამის საპირისპიროდ, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა სირია,[7] ჩინეთი,[7] ვიეტნამი,[7] და რუსეთი[8] ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

2004 წლის რეფერენდუმის შემდეგ და 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარებული საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა პოლიციელების მიერ ოპოზიციონერთა და დემონსტრანტთა ცემისა და დაკავების ფაქტები.[9] უფრო მეტი პიროვნება დააკავეს 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებზე, ე. წ. „ჯინსების რევოლუციაზე“.[10] [11] ლუკაშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ბელარუსში არასოდეს ჩატარებულა ისეთი არჩევნები, რომელლებიც დასავლელების მიერ ლეგიტიმურად იქნებოდა მიჩნეული.[12]

ახალ კონსტიტუციაში, რომელიც 1994 წელს მიიღეს, ორჯერ შეიტანეს ცვლილებები: პირველმა ცვლილებამ - 1996 წელს - გაზარდა პრეზიდენტის უფლებამოსილება და დაარსდა ორპალატიანი პარლამენტი. 2004 წელს გაუქმდა პრეზიდენტად ყოფნის ლიმიტი, ორი ვადა. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თანახმად, ბელარუსის აღმასრულებელ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი უფლებამოსილება აქვს სხვა შტოებზე, თუმცა კონსტიტუციის მე-6 მუხლი შტოების დანაწილების პრინციპების შესახებაა. ეუთომ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის პოლიტიკური სისტემა შედგება სუსტი პოლიტიკური პარტიის სტრუქტურებისაგან და პარლამენტში ოპოზიციონერები არ არიან წარმოდგენილები.[13]

კანდიდატი პარტია მიღებული ხმები %
ალექსანდრე ლუკაშენკო დამოუკიდებელი 5 130 557 79.65
ანდრეი სანიკოვი დამოუკიდებელი 156 419 2.43
იაროსლავ რომანჩუკი ბელარუსის გაერთიანებული სამოქალაქო პარტია 127 281 1.98
რიჰორ კასტუსიო ბელარუსული სამოქალაქო ფრონტი 126 999 1.97
ულაძიმირ ნიკლაიაიევი დამოუკიდებელი 114 581 1.78
ვიქტარ ციარეშჩანკა დამოუკიდებელი 76 764 1.19
ვიტალი რიმაშეუსკი ბელარუსის ქრისტიან-დემოკრატიოული პარტია 70 515 1.09
მიკოლა სტატკევიჩი ბელარუსის სოციალ-დემოკრატიული პარტია 67 583 1.05
ალექს მიჩალევიჩი დამოუკიდებელი 65 748 1.02
დიმიტრი უსი დამოუკიდებელი 25 117 0.39
არც ერთი 416,925 6.47
არასწორად შევსებული / ცარიელი 62,542
სულ 6 441 031 100
რეგისტრირებული ამომრჩევლები 7,105,660 90.65
წყარო: REC დაარქივებული 2019-11-01 საიტზე Wayback Machine.

საპროტესტო გამოსვლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნების შემდეგ საღამოს მოეწყო დიდი საპროტესტო მიტინგი ოქტომბრის მოედანზე, მინსკის ცენტრში. ამ მოედანზე ისტორიულად მრავალი საპროტესტო გამოსვლა მოწყობილა, მათ შორის: „ჯინსების რევოლუცია“, რომელიც 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სასტიკად ჩაახშეს. ამასთან, სპეცრაზმმა ღონისძიებამდე ალყა შემოარტყა მოედანს, რის გამოც ხალხი დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბა. საპროტესტო მსვლელობისას პრეზიდენტობის კანდიდატებს ულაძიმირ ნიკლაიაიევსა და მიკოლა სტატკევიჩს თავს დაესხნენ შეიარაღებული კაცები, რომლებიც შავებში იყვნენ გამოწყობილები.[12][14] ნიკლაიაიევმა გონება დაკარგა და უგონო მდგომარეობაში თავის დაზიანების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით, სტატკიევიჩმა განაცხადა, რომ მათ თავს დაესხნენ ბელორუსის სპეცსამსახურები.[15][16]

ცენზურა და დარბევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოკირებული ან გატეხილი იყო ოპოზიციისა და ოპოზიციის კანდიდატების ვებ-გვერდები.[17] ასევე დაიბლოკა Facebook, Twitter, YouTube, Google Talk, მრავალი ელ. ფოსტის სერვისი და LiveJournal.[18] Charter 97-ის შტაბ-ბინა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დაარბია (ცნობილია რუსული აბრევიატურათ „KGB“),[19][20] ხოლო თანამშრომლები დააკავეს.[21] მისი მთავარი რედაქტორი ნატალი რაძინა ცოტა ხნით დააპატიმრეს „მასობრივი არეულობის ორგანიზების“ ბრალდებით.[22] რადინა გაათავისუფლეს 2011 წლის იანვარში იმ პირობით, რომ მინსკს დატოვებდა. იგი გაიქცა მოსკოვში, სანამ თავშესაფარს მიიღებდა ლიტვაში, სადაც Charter 97-ს მართავს.[22]

ასევე დაარბიეს პოლონეთის მიერ დაფინანსებული მაუწყებლები Belsat TV და ევროპული რადიოს ბელარუსის ოფისები, ხოლო დაკავებულ პირებს ნათესავებთან შეხვედრის უფლება არ მისცეს.[23]

  1. Belarus sets date of presidential election for 19 December 2010 დაარქივებული 6 July 2011 საიტზე Wayback Machine.
  2. Belarus Sets December Date For Presidential Vote, Radio Free Europe
  3. ПРЕДВАРИТЕЛЬНЫЕ СВЕДЕНИЯ о результатах голосования по выборам Президента Республики Беларусь დაარქივებული 2011-07-18 საიტზე Wayback Machine.
  4. Lukashenko's Inauguration to be Held by February 19, CEC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-02. ციტირების თარიღი: 2021-03-29.
  5. Oliphant, Roland (25 December 2010). „Police guard threatened to rape Belarus Free Theatre director after election protest“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 March 2011. ციტირების თარიღი: 22 April 2011.
  6. „Belarus: 7 presidential candidates face 15 years“. Kyiv Post. 2010-12-22. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 January 2011. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
  7. 7.0 7.1 7.2 „China President congratulates Alexander Lukashenko on re-election“. Belarusian Telegraph Agency. 2010-12-24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-04. ციტირების თარიღი: 2010-12-24.
  8. Dyomkin, Denis (2010-10-20). „Russia's Medvedev: Belarus vote "internal matter". Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-23. ციტირების თარიღი: 2010-12-21.
  9. „Dozens arrested at Belarus rally“. BBC News. 2004-10-19. ციტირების თარიღი: 2010-12-20.
  10. Zarakhovich, Yuri (March 25, 2006). „Belarus: 'They Knocked My Husband Down and Dragged Him Away'. Time magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-10. ციტირების თარიღი: 2006-10-01.
  11. „Belarus opposition leader jailed“. BBC. 14 July 2006. ციტირების თარიღი: 2006-10-01.
  12. 12.0 12.1 'Hundreds of protesters arrested' in Belarus“. BBC News. 2010-12-20. ციტირების თარიღი: 2010-12-20.
  13. OSCE. (20 December 2010) Statement of Preliminary Findings and Conclusions (PDF).
  14. „Police break up opposition rally after Belarus poll“. BBC News. 2010-12-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 December 2010. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  15. „Two Belarus presidential candidates say attacked by special forces“. RIA Novosti. 2010-12-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-24. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  16. „Спецназ избил двух кандидатов в президенты Белоруссии; Некляев без сознания“. Gazeta.ru. 2010-12-19. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  17. „Хакерская атака главного оппозиционного сайта Белоруссии осуществлялась из Петербурга“. Gazeta.ru. 2010-12-19. ციტირების თარიღი: 2010-12-19.
  18. „Facebook, Twitter, YouTube blocked in Minsk“. Interfax-Ukraine. 2010-12-20. ციტირების თარიღი: 2010-12-20.
  19. Schwirtz, Michael (9 January 2011). „Belarus Signals It Could Seize Opponent's Son“. The New York Times. ციტირების თარიღი: 20 April 2011.
  20. Charles, Mathew (March 1, 2011). „Belarus 'tortured protesters in jail'. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 June 2011. ციტირების თარიღი: 2011-06-30.
  21. Schwirtz, Michael (2010-12-21). „Clashes in Belarus Show Resilience of Both Sides“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 22, 2010. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
  22. 22.0 22.1 Natalya Radina, Belarus. Committee to Protect Journalists (2011). ციტირების თარიღი: 17 January 2012
  23. Belarusian KGB Crackdown Continues, TheNews.pl, 27 December 2010