ბაშკირების ეთნოგენეზი
ბაშკირთა ეთნოგენეზი მეტისმეტად რთულია. სამხრეთ ურალი და მისი მიმდებარე სტეპები, სადაც მიმდინარეობდა ბაშკირთა ფორმირება ოდითგანვე იყო სხვადასხვა ხალხებისა და კულტურების აქტიური ურთიერთქმედების არეალი. ლიტერატურაში ბაშკირების ეთნოგენეზის შესახებ აქტიურად განიხილება ბაშკირთა წარმოშობის სამი თეორია:
- თურქული
- ფინურ-უგრულ
- ირანული
თურქული თეორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქული თეორიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბაშკირების ეთნოგენეზის ბირთვი ჩამოყალიბდა თურქმანული ძველბაშკირული ტომებიდან.
ეს თეორია სათავეს იღებს იქიდან, რომ არაბი, სპარსელი და შუა აზიელი ავტორები მოიხსენიებენ ბაშკირებს, როგორც თურქებს. მათ შორის აჰმედ იბნ-ფადლანი, ალ-მასუდი, შარიფ იდრისი, რაშიდ ად-დინი, მაჰმუდ კაშგარი.
თურქული თეორია მოგვიანებით განვითარდა მასში ჩართული არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ლინგვისტური და ეთნოგრაფიული მონაცემების საფუძველზე.
ფორმირების ეტაპები რ.გ. კუზეევის მიხედვით:
- ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან VIII—IX სს. მიჯნამდე — ადრეული შუა საუკუნეების ტომობრივი საზოგადოებიდან გამოყოფა და მათი ურთიერთქმედების და შერწყმის საფუძველზე ძველბაშკირული ეთნოსის ძირითადი კომპონენტების ფორმირება. სირდარიის და არალისპირეთში იქმნება ჯგუფი ძველბაშკირული ტომებისაგან (ბურზიანები, უსერგანები, ბაილარები, სურაშები, ტანგაურები, იაგალბაები, ტამიანები, უნები, ბიშულები, კუდეები).
- VIII — IX სს. მიჯნაზე ბუგულმინის მაღლობის ცენტრალურ ნაწილში ფორმირდება ბულგარო-მადიარული ტომობრივი ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს რთულ სინთეზს ბულგარული ან ბულგარიზირებული თურქული ტომებისა უგრებთან. უპირატესად ძველთურქული (ბულგარული) კომპონენტის (იურმატები, იურმები, ენეი, გაინა (თარხანი), კესე, ბულიარი, ნაგმანი, ტანიპი, იულამანი, იმესი,იურმინი) დომინირების პირობებში მყოფი ძველმადიარული ტომები და დასავლეთ ციმბირიდან და ურალისპირეთიდან მიგრირებული თურქიზირებული უგრები.
- ადგილობრივი ფინურ-უგრული ტომების ურთიერთობა მოსულ სარმატო-ალანური წარმოშობის (სიზგები, უპეი, ტერსიაკი, უვანიში და სხვ.) ჯგუფებთან.
- ძველ-ბაშკრული ტომების მიგრაცია და ბულგარო-მადიარულ და თურქიზირებულ ფინურ-უგრულ ტომებთან ურთიერთობა IX—Xსს. ძველბაშკირული ეთნოსის საფუძველი ხდება.
- XI — XIII ს. დასაწყისი — ძველბაშკირული ეთნოსური კომპონეტის შემდგომი კონსოლიდაცია მოსული ბაშკირი მესაქონლეები კულტურულ-ენობრივი როლის უპირატესობით. სტეპის კულტურა და თურქული ენა ვითარდებოდა აღმოსავლეთიდან თურქულენოვანი მომთაბარე მესაქონლეების ახალი ჯგუფების (აილები, ტირნაკლები, კარატავლები, ტაუ, სარტები, მურზალარები, კუმლები, ისტიაკები და სხვ) მოსვლის ხარჯზე. იწყება ძველბაშკირული ტომების მიგრაცია სამხრეთ ურალისა და მდინარე ბელოის ( კამას შენაკადი) აუზში.
- XIII—XIV სს. ყივჩაღიზირებული ტომების მძლავრი ნაკადის მოსვლა ბაშკორტოსტანში. (ყივჩაღური ჯგუფი — ყივჩაღები, კანლები, გერე, სარები, კოსშები, თურქმენები, ბუშმანები, ჯეტე-ურუ, ბაიულები, კარმიშები, ყირგიზები, ელანები, ყაზანჩები; ჩინური ჯგუფ — ჩინები, ნაიმანები, ბალგები, მასკარები, სალიუტები, ბორე, ბალიკ��ები; ტაბინური ჯგუფი — ტაბინები, უიშინები, სუიუნდუკები, დუვანები, კუვაკანები, სირზები, ტელეი, ბარინები, ბადრაკები, ტაზი; მინური ჯგუფი — მინები, კირკ-უილები, კულები, ცუბი, მირკიტი). ყივჩაღები აყალიბებენ თანამედროვე ბაშკირის ეთნიკურ სახეს.
- XV — XVI სს. პირველ ნახევარში ეთნიკური პროცესების გაღრმავება და სტაბილიზება. ბაშკირების შერევა ნოღაელებთან (ნოღაი-ბურზიანები, ნოღაი-იურმატები) და ფინურ-უგრულ ტომებთან.
ზ. ვალიდი აღნიშნავდა უფრო გვიანდელ ეთნიკურ ურთიერთობებს ვოლგა-ურალის და შუა აზიის რეგიონის ხალხებთან (თათრები, მიშარამები, ტეპტიარამები, ყაზახები, ყალმიყები, ყარაყალპაყები და სხვ), რომლებმაც დიდად ვერ შეცვალეს ეთნიკური პროცესების ზოგადი მიმართულება.
1980-ანი წლების ბოლოს საბჭოთა ისტორიოგრაფიაში მეტნაკლებად პოპულარულად ითვლებოდა ბაშკირთა თურქული წარმოშობის თეორია. თანამედროვე ეტაპზე ჯერ კიდევ არსებობს რიგი გადაუჭრელი კითხვებისა, კერძოდ, ბაშკირი ხალხის ფორმირების დრო, ეთნიკური ისტორიის რა ფაქტორები ჩაითვალოს ძირითადად და სხვ.
ფინურ-უგრული თეორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მადიარული ტომრბი, პირველ რიგში იურმატები და ენეი წარმოადგენს ბაშკირული ეთნოსის ფორმირების ბირთვს. შედეგად ისინი გახდნენ თურქულ ენაზე ასიმილირებული ტომები.
ეს თეორია დაფუძნებულია იმაზე, რომ ბაშკირების და მადიარების შემადგენლობაში, ორივეგან იყვნენ იურმატები, ენეი და სხვა ტომები, რომლებმაც მეხსიერებაში შემოინახეს ერთმანეთი უნგრების პანონიაში გადასახლების შემდეგაც.
ევროპაში XIII საუკუნემდე ბაშკირებს უნგრელების ნათესავებად თვლიდნენ. იულანი, პლანო კარპინი, და გიიომ დე რუბრუკი წერდნენ ბაშკირული ენის ნათესაობაზე მადიარულთან. სწორედ ამიტომ ისინი ბაშკირთა ქვეყანას უწოდებდნენ დიდ უნგრეთს.
ევროპულ სამეცნიერო ლოიტერატურაში უგრული თეორია პირველად წამოაყენეს ფილიპ იოჰან სტალერბერგმა (1676—1747), ვ. ნ. ტატიშჩევმა (1686—1750), ნ.მ. კარამზინმა (1766—1829), დ.ა. ხვოლსონმა. ნ.მ. კარამზინი "რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის" I ტომში წერდა რომ ისინი (ბაშკირები) დასაწყისში საუბრობდნენ უნგრულად, შემდეგ გათურქდნენ.
მრავალი მეცნიერი, მთ შორის უნგრული წარმომავლობის ცნობილი მკვლევარები თვლიან, რომ კომპლექსური ეთნოლოგიური კვლევის საფუძველზე ენობრივი, არქეოლოგოიური, ანთროპოლოგიური და სხვა მონაცემები გვიდასტურებენ, რომ ბაშკირთა წარმომავლობის უგრულ თეორიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა დღეისათვის ეს თეორია ასევე, მარავალ მეცნიერთა შორის უკვე მოიძველებულად ითვლება და ზოგიერთი მეცნიერის აზრით, იგი ისტორიულ ანაქრონიზმადაც კი ითვლება.
ირანული თეორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ირანული თეორიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბაშკირთა ფორმირებაში ძირითადი ელემენტი იყო გვიანი ბრინჯაოს ხანის ინდოირანული ტომები, რომელთა განსახლების რეგიონი ძვ. წ. III ახ. წ. IV სს. იყო სამხრეთ ურალი. პირველ რიგში, სამხრეთ ურალისა და კასპიისპირეთის საკო-სარმატული და დახო-მასაგეტური ტომები, რომლებიც ირანულენოვან ტომებად არიან აღიარებული. თეორიას ზურგს უმაგრებს ბაშკირთა ანთროპოლოგიური და სამხრეთ ურალის უძველესი მოსახლეობის პალეოანთროპოლოგიური კვლევა - ფონეტიკური მონაცემები, მდინარეთა დასახელებები და სხვ.
მეცნიერი ს.ა. გალიამოვი არქეოლოგიურ მასალასა და ლინგვისტურ კვლევაზე დაყრდნობით, ბაშკირთა წარმომავლობას განიხილავს ინდოევროპული ჰიპოთეზის ინდოირანულ ჩარჩოში. ამ ჰიპოთეზის თანახმად, თანამედროვე ბაშკირების წინაპრები ჩვ. წ. აღ. მდე VI ათასწლეულში ცხოვრობდნენ მესოპოტამიაში. აქედან ისინი გადასახლდნენ შუა აზიაში, ხოლო შემდეგ თურქმენეთის ტერიტორიაზე. აქედან კი სამხრეთ ურალში, სადაც მათ შეადგინეს ბაშკირული ეთნოსის ძირითადი ბირთვი.
ეს უკანასკნელი ვერსია დღეისათვის არამეცნიერულად ითვლება.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბაშკირთა ეთნოგენეზი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ბაშკირული ენციკლოპედია ბაშკირთა ეთნოგენეზის სესახებ დაარქივებული 2016-04-07 საიტზე Wayback Machine.
- ბაშკირელი ხალხის წარმომავლობა დაარქივებული 2015-12-08 საიტზე Wayback Machine.
- ბაშკირთა ეთნოგენეზის საკითხისათვის