ბავრის ეკლესია
ბავრა | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ![]() |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკური ეკლესია |
თარიღდება | X საუკუნე |
დეტალები
|
ბავრის ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრაში. ტაძარი დარბაზული ტიპისაა, დათარიღებულია X საუკუნით. ნაგებია მონაცისფრო და მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფის კარგად დამუშავებული კვადრატებით[1]. მიშენებული აქვს სამხრეთის კარიბჭე. აღმოსავლეთის ფასადზე გამოსახული ბარელიეფი (დანიელი ლომთა ხაროში) და მის ქვეშ ასომთავრული წარწერაა „ქრისტე ადიდე სოფრონ“. ასომთავრული წარწერა დასავლეთის ფასადზეცაა: „სახელითა ღმრთისაჲთა აეგო ესე ეკლესია წმიდაჲ სოფრონს ქონქოლს“. ამრიგად, წარწერაში ძეგლის მშენებლებად მოხსენიებულია სოფრონ ქონქოლას ძე[2]. ეკლესიის ეზოში დაცულია რამდენიმე ძველი საფლავის ქვა.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერძენიშვილი ნ., ���აქართველოს ისტორიის საკითხები, I, გვ. 107, თბ., 1964;
- ცისკარიშვილი ვ., ბავრას წარწერები, ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, გვ. 121-122, თბ., 1959;
- ჭიჭინაძე ზ., სამცხე-საათაბაგო, გვ. 68-69, ტფ., 1905.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხარაძე კ., სოფელი ბავრა, ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები, გვ. 48, თბ., 2003.
- ↑ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 125 თბილისი, 2007.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-24.