ბააქუბა
იერსახე
ქალაქი | |
---|---|
ბააქუბა بعقوبة | |
ქვეყანა | ერაყი |
მუჰაფაზა | დიიალა |
კოორდინატები | 33°45′00″ ჩ. გ. 44°38′00″ ა. გ. / 33.75000° ჩ. გ. 44.63333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 48 მ |
მოსახლეობა | 467 900 კაცი (2003) |
ბააქუბა (არაბ. بعقوبة) — ქალაქი ერაყში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. იგი არის დიიალის მუჰაფაზის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს ზღვის დონიდან 48 მეტრზე. ბააქუბა მდებარეობს მდინარე დიიალის სანაპიროზე. 2003 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 467 900 ადამიანს შეადგენდა. ბააქუბა სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც იაკობის სახლი. ქალაქ ბააქუბას მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ერაყელები წარმოადგენენ და ყველაზე გავრცელებული რელიგია არის ისლამი.
ქალაქი დაახლ. 50 კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქ ბაღდადიდან. ბააქუბა ძალიან დაზარალდა ირან-ერაყის ომის მიმდინარეობის დროს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Iraq Image – Baqubah Satellite Observation დაარქივებული 2012-06-23 საიტზე Wayback Machine.
- Text, Videos, and pictures from the front lines and during food distribution. დაარქივებული 2008-11-20 საიტზე Wayback Machine.