შინაარსზე გადასვლა

აჰმადი (შირვანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჰმად I
ლაიზანშაჰი
მმართ. დასაწყისი: 948
მმართ. დასასრული: 956
წინამორბედი: მუჰამედ III
მემკვიდრე: მუჰამედ IV
შირვანშაჰი
მმართ. დასაწყისი: 956
მმართ. დასასრული: 981
წინამორბედი: მუჰამედ III
მემკვიდრე: მუჰამედ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: ივნისი, 981
შვილები: მუჰამედ IV;
იაზიდ II
დინასტია: მაზიადიდები
მამა: მუჰამედ III
რელიგია: ისლამი

აჰმად I — მერვე შირვანშაჰი 956-981 წლებში, მეოთხე ლაიზანშაჰი[1], მუჰამედ III-ის შვილი.

აჰმად I-მა შირვანშაჰის თანამდებობა 956 წელს, მუჰამედ III-ის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. პირველი ქმედება, რომელიც მან განახორციელა, ვეზირ იბნ ალ-მარაღის სიკვდილით დასჯა იყო. აჰმადის ძმა — ჰაისამ იბნ მუჰამედი ლაიზანში გაიქცა, ხოლო ბიძაშვილი, აბულ ალ-ჰაისამ იბნ აჰმადი — ბარდაში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვალა.

968 წელს, ჰაისამ იბნ მუჰამედმა, შირვანში სალარიდების უფლებამოსილების დამყარების და შირვანშაჰისთვის ხარკის გადახდის იძულების მიზნით, იბრაჰიმ სალარიდთან ერთად შირვანს შეუტია. მათ მრავალი ქალაქი გაძარცვეს, რომელთა შორის იყო დერბენტი. ამის შემდეგ, ჰაისამ იბნ მუჰამედი ადგილობრივ მმართველებთან ერთად შირვანისკენ გაემართა, მაგრამ იგი დამარცხდა და იძულებული გახდა ტაბასარანში დაბრუნებულიყო.

აჰმად I-ს შირვანშაჰის თანამდებობა 25 წლის განმავლობაში ეკავა. გარდაიცვალა 981 წელს.

აჰმადის გარდაცვალების შემდეგ, მომდევნო შირვანშაჰი მისი შვილი — მუჰამედი გახდა[2].

  1. S. Ashurbeyli – Shirvanshahs, Baku, 2007
  2. Ibn Hawqal - Tarikhi al-Bab, page 348,354
აჰმადი (შირვანი)
დაიბადა: უცნობია გარდაიცვალა: 981
წინამორბედი:
მუჰამედ III
ლაიზანშაჰი
948-956
შემდეგი:
მუჰამედ IV
წინამორბედი:
მუჰამედ III
შირვანშაჰი
956-981
შემდეგი:
მუჰამედ IV