შინაარსზე გადასვლა

ატომის ეპოქა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადრეული ატომური ელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებდა ელექტროენერგიას.

ატომის ეპოქა (ასევე ბირთვული ეპოქა) — ფრაზა, რომლითაც ისტორიაში პირველი ატომური ბომბის დეტონაციის შემდეგომი პერიოდი მოიაზრება. ეს ფრაზა მომდინარეობს 1950-იანი წლების ბირთვული ოპტიმიზმისგან, რომელშიც სწამდათ, რომ მომავალში ყველა ენერგიის წყარო ბუნებით ატომური იქნებოდა. ატომური ბომბი ყველა მანამდე არსებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას მოძველებულს გახდიდა, ხოლო ატომური ელექტროსადგურები კი იგივეს გააკეთებდა ქვანახშირისა და ნავთობის წყაროებზეც. ზოგადი წარმოდგენით უახლოეს მომავალში ყველაფერი გარკვეული სახით ატომურ ენერგიას გამოიყენებდა. შესაბამისად ატომური ენერგიის აღმოჩენა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც პირველი ბრინჯაოს ან რკინის გამოდნობა, ან კიდევ ინდუსტრიული რევოლუცია.

ამ ეიფორიამ ავტომანქანებიც მოიცვა, იმდენად, რომ ფორდმა 1958 წელს მისი პირველი ფორდის ბირთვულის კონცეპტუალური მანქანა წარმოადგინა.

1960-იან წლებში ტერმინი ნაკლებად ხშირი გახდა, თუმცა კონცეფცია კვლავაც აქტუალური იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატომის_ეპოქა“-დან