შინაარსზე გადასვლა

ასფურცელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Tanacetum vulgare

ასფურცელა (ლათ. Tanacetum) — მრავალწლოვანი ბალახების ან ნახევრად ბუჩქების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აქვთ მორიგეობით განლაგებული ფრთისებრი ფოთლები; მილისებრი ყვავილებისაგან შემდგარი კალათები ქმნიან ფარისებრ ყვავილედს.

გვხვდება აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გავრცელებულია მთიულეთის, მესხეთ-ჯავახეთის ველებზე, მშრალსა და ქვიან ფერდობებზე იზრდება ორი სახეობა — Tanacetum abrotanifolium და Tanacetum vulgare, რომლის მიწისზედა ნაწილები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთებსა და ფისს. გამხმარი ყვავილებისაგან ამზადებენ ინსექტიციდებს.