შინაარსზე გადასვლა

არჩიბული ენა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩიბული ენა
аршаттен чӏат
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
დაღესტნის დროშა დაღესტანი
ლინგვისტური კლასიფიკაცია ნახურ-დაღესტნური ენები
დამწერლობის სისტემა კირილური დამწერლობა
ენის კოდები aqc
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-aqc}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაარჩიბული ენა

არჩიბული ენა, არჩიული ენა, არჭიული ენა (თვითდასახელება: аршаттен чӏат) — ნახურ-დაღესტნურ ენათა ოჯახის ლეზგიურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი ენა.

არჩიბულ ენაზე ლაპარაკობენ დაღესტნის რესპუბლიკის ჭარადის რაიონის სოფელ არჩიბში, დაახლოებით 1 200 კაცი (2006).[1]

არჩიბული ენა ისტორიულად ლეზგიური ქვეჯგუფის ენაა, მოქცეულია ხუნძური და ლაკური ენების გავრცელების არეალში. საუკუნეთა მანძილზე მონათესავე ენების გავლენით დიდი ცვლილება განიცადა; თანამედროვე არჩიბულ ენას გარდამავალი ადგილი უჭირავს ლეზგიური და ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფის ენებს შორის. ხუნძური და ლაკური ენის ინტენსიური ზემოქმედებას არჩიბული ენა დღესაც განიცდის. შეინიშნება აგრეთვე დარგუულ ენასთან მისი ოდინდელი ურთიერთობის კვალი.

არჩიბული ენა მდიდარია თანხმოვნებით. მისთვის ნიშანდობლივია პრერუპტივებისა და უკანაენისმიერი ლატერალური თანხმოვნების არსებობა. პრერუპტივებით არჩიბული ენა ლეზგიურ და ლაკურ-დარგუულ ენებს უახლოვდება, ლატერალური თანხმოვნებით — ხუნძურსა და ანდიურ-დიდოეურს. არჩიბული ენა განარჩევს ოთხ გრამატიკულ კლასს. დადასტურებულია ოთხი ძირითადი და ოცამდე ადგილობითი ბრუნვა. ძირითადი ბრუნვების ფორმებით არჩიბული ენა უმთავრესად ლეზგიური ქვეჯგუფის ენებს მისდევს, ხოლო ადგილობით ბრუნვებსა და მის ფორმანტებში შეიმჩნევა ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენათა გავლენა. თვლის სისტემა ათობითია. რიცხვითი სახელების ერთი ნაწილი ლეზგიურ ენებს მიჰყვება, მეორე — ხუნძურსა და დიდოურს. ასეთივე მდგომარეობაა ნაცვალსახელებშიც. უღვლილება კლასოვანია, თუმცა შეინიშნება პიროვანი უღვლილების ჩანასახიც. წინადადებაში მსაზღვრელი წინ უძღვის საზღვრულს.

არჩიბული ენა უმწერლობო ენაა. სამწერლობო ენად გამოყენებვულია ხუნძური ან ლაკური.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]