ანტონიო კარლოს ჟობიმი
ანტონიო კარლოს ჟობიმი | |
---|---|
პორტ. Antônio Carlos Jobim | |
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ანტონიუ კარლოს ბრაზილეირუ დე ალმეიდა ჟობიმ |
აგრეთვე ცნობილი როგორც | ტომ ჟობიმი |
დაბ. თარიღი | 25 იანვარი, 1927[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | რიო-დე-ჟანეირო[10] |
გარდ. თარიღი | 8 დეკემბერი, 1994[2] [3] [4] [6] [7] [8] [9] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ-იორკი[11] |
დასაფლავებულია | რიო-დე-ჟანეირო |
ჟანრ(ებ)ი | ბოსა-ნოვა, ჯაზი, სამბა |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, მომღერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ფორტეპიანო, გიტარა, ფლეიტა, ვოკალი |
აქტიური | 1956–1994 |
ლეიბლ(ებ)ი | Verve, Warner Bros., Elenco, A&M, CTI, MCA, Philips, Decca, Sony |
ხელმოწერა | |
საიტი | www2.uol.com.br/tomjobim |
ანტონიო კარლოს ჟობიმი ვიკისაწყობში |
ანტონიო კარლოს ჟობიმი (პორტ. Antônio Carlos Jobim, ნამდვილი სახელი — ანტონიუ კარლოს ბრაზილეირუ დე ალმეიდა ჟობიმ (Antônio Carlos Brasileiro de Almeida Jobim); დ. 25 იანვარი, 1927, რიო-დე-ჟანეირო — გ. 8 დეკემბერი, 1994, ნიუ-იორკი), ასევე ტომ ჟობიმი — ბრაზილიელი კომპოზიტორი, მომღერალი, პიანისტი და ბოსა-ნოვას უდიდესი ლეგენდა. მისი კომპოზიციები შესრულებული ჟუან ჟილბერტოსთან ერთად დასაბამს აძლევს ბოსა-ნოვას ჟანრს 1960-იან წლებში.[12][13]
ჟობიმზე უდიდესი ზეგავლენა მოუხდენია პიშინგიას, ლეგენდარულ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, რომელმაც 1930-იან წლებში თანამედროვე ბრაზილიურ მუსიკის განვითარებას დაუდო დასაბამი.
ჟობიმმა სახელი გაითქვა მწერალ და პოეტ ვინისიუს დი მორაისთან „ორფეუ დე კარნავალ“-ისთვის (1956) მუსიკის დაწერის შემდეგ. ეს მუსიკა საყოველთაოდ ცნობილი გახდა კინოფილმში „შავი ორფეუსი“. მისი ყველაზე პოპულარული სიმღერებისთვის ლირიკას დე-მორაესი წერდა.
ამერიკელმა ჯაზის მომღერლებმა ელა ფიცჯერალდმა და ფრენკ სინატრამ გამოიყენეს ჟობიმის სიმღერები საკუთარ ალბომებში Ella Abraça Jobim (1981) და Francis Albert Sinatra & Antonio Carlos Jobim (1967), შესაბამისად. ჟობიმი მას შემდეგ მსოფლიოში ცნობილი გახდა, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კომპოზიტორი.
ჟობიმი დაკრძალულია სან-ჟუან ბატისტას სასაფლაოზე რიო-დე-ჟანეიროში. რიოს საერთაშორისო აეროპორტი ჟობიმის სახელს ატარებს.
რჩეული კომპოზიციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Garota de Ipanema“ („გოგონა იპანემადან“)
- „Wave“
- „Tide“
- „Chovendo na Roseira“ („ბავშვური თამაშები“ / ასევე ცნობილია როგორც „ორმაგი ცისარტყელა“)
- „Samba de Uma Nota Só“ („ერთ ნოტიანი სამბა")
- „Corcovado“ („წყნარი ვარსკვლავების წყნარი ღამეები“ / „Quiet Nights of Quiet Stars“)
- „Insensatez“ („How Insensitive“)
- „Desafinado“ („Off Key")
- „Chega de Saudade“ („კმარა ბლუზი“)
- „Triste“
- „Solidão Passageira" („ლურჯი ფრინველი“)
- „Fotografia“ („ფოტოსურათი“)
- „Águas de Março“ („მარტის წყლები“)
- „Samba do Avião“ („სამბას თვითმფრინავი“)
- „Amparo“
- „Matita Perê“
- „Passarim“
- „Borzeguim“
- „Bonita“
- „Two Kites (Things in the Skies)“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტომ ჟობიმის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-07-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Gorlinski V. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Musicalics
- ↑ 8.0 8.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 9.0 9.1 Munzinger Personen
- ↑ https://musicabrasilis.org.br/compositores/tom-jobim
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119525615 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ BNF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
- ↑ გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #119525615 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.