შინაარსზე გადასვლა

ძველი საბერძნეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ანტიკური საბერძნეთი)
ძველი ბერძნების გავლენა ძვ. წ. VI ს.-ში.

ძველი საბერძნეთი, ელადა (ბერძნ. Hellas) — ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-V სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.

მიუთითებს პერიოდზე ბერძნულ ისტორიაში კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. ძვ. წ. 750-დან (არქაული პერიოდი) ძვ. წ. 146 წლამდე (რომის მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არის მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა დასავლეთის ცივილიზაციას. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა რომის იმპერიაზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა.

ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა რენესანსს დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რაც შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების ნეოკლასიკური აღორძინების პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.

ანტიკური სტადიონი ოლიმპიასთან.

ძვ. საბერნეთის ისტორია განეკუთვნება საზღვაო ცივილიზაციას, იწყება ძვ.წ. XVIII ს. მთავრდება ძვ.წ. 323 წ. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილით, მისი იმპერიის ნანგრევებზე ელინისტური სახელმწიფოთა და ელინისტური ეპოქის აღმოცენებით ისტორია გრძელდება ახალი ეპოქით ელინიზმით, რომელიც ძვ.წ. 30 წ. რომის მიერ ბოლო ელინისტური სახელმწიფოს პტოლემაიოსების ეგვიპტის დაპყრობამდე გრძელდება. ძველი საბერძნეთის ისტორიას 5 პერიოდად ყოფენ:

  • 1. ეგეოსის ანუ კრეტა-მიკენის ხანა მოიცავს ძვ.წ. III-II ათ.წ. კ. კრეტას და პელოპონესის ცალკეულ ცენტრებს (მიკენი, პილოსი), ტროას ტერიტორიას და კიკლადებს. გვაროვნული წყობა იშლება და იქმნება ადრემონათმფლობელური სახელმწიფოები, რომლებიც დორიელთა შემოსევამ მოსპო და მთელ საბერძნეთში კვლავ გვაროვნული წყობა დამყარდა.
  • 2. ჰომეროსის ეპოქა მოიცავს ძვ. წ. XI-IX ს. ეს არის გვაროვნული წყობის ხელახალი დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვის ხანა.
  • 3. არქაულ პერიოდში — ძვ.წ. VIII-V სს. საბერძნეთის წამყვან ოლქებში მთავრდება მონათმფლობელური საზოგადოების ჩამოყალიბება, იქმნება ქალაქ-სახელმწიფოები — პოლისები და იწყება ე.წ. დიდი ბერძნული კოლონიზაცია.
  • 4. კლასიკურ ეპოქაში — ძვ.წ. V-IV სს. საბერძნეთში უმაღლეს საფეხურს აღწევს მონათმფლობელური ურთიერთობის განვითარება, შემდეგ კი უკიდურესობამდე მწვავდება ბრძოლა ფენებს შორის. ბერძნულ პოლისებში იწყება სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი.
  • 5. მაკედონიის მიერ საბერძნეთის დამორჩილება — ძვ. წ. IV ს. II ნახევარში ბერძენ-მაკედონელთა ლაშქრობა სპარსეთის წინააღმდეგ, მისი განვითარება და ძვ. მსოფლიოს ისტორიაში ახალი, ელინისტური ეპოქის დასაწყისი.
ანტიკური პერიოდი
ასტრომომიული წელთაღრიცხვა
ანტიგონიდების დინასტიაანტიპატრიდების დინასტიადიადოქოსებიეპონიმური ათენიორიენტალისტური პერიოდიმიკენის ცივილიზაციაგვიანდელი ანტიკურობარომაული საბერძნეთიელინიზმიკლასიკური საბერძნეთიარქაიკასაბერძნეთის ბნელი ხანა

ბუნება და მოსახლეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოზაიკა, პომპეიში რომელზეც გამოსახულია პლატონის სკოლა

საბერძნეთის რელიეფი მრავალფეროვანია, ზოგან ხრიოკი, ზოგან ტყიანი. ფერდობებზე შესანიშნავი საძოვრებია. ზეგნები და დაბლობები ხელსაყრელია მებაღეობა-მევენახეობისათვის. წამყვანი კულტურა ზეთისხილი იყო, პური კი ყოველთვის აკლდა.

ბერძნები დასახლებული იყვნენ ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე. იქ იყო 4 ბერძნული ოლქი — კარია, ლიკია, ლიდია და მიზია. ბალკანეთის დასავლეთიდან იონიის ზღვა ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ეგეოსის, რომელიც ჩრდილოეთით ჰელესპონტის სრუტით (თანამედროვე დარდანელი) უერთდება პროპონტიდას (მარმარილოს) ზღვას. ეგეოსის ზღვაში 800-მდე კუნძულია; მცირე აზიის გასწვრივ კუნძულების სპორადები ეწოდება, მცირე აზიიდან ბალკანეთისკენ მიემართება კიკლადებად წოდებული კუნძულთა წრე. ნახევარკუნძული აღმოსავლეთით მდებარე კ. ევბეა მოსაზღვრე კუნძულებს შორის ყველაზე დიდია. ჩრდილოეთით ქალკიდიკის ნახევარკუნძულია, სამხრეთით - პელოპონესის. საბერძნეთში ჰავა სუბტროპიკული ყოფილა, ზამთარი თბილი და წვიმიანი. ეგეოსის ზღვის კუნძულების სიმრავლე და ბალკანეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ბუნებრივი ყურეები ხელსაყრელი იყო, ამიტომ ნაოსნობა და მეთევზეობა უძველესი დროიდან განვითარდა. თევზი ბერძნების ძირითად საკვებს წარმოადგენდა. საბერძნეთი და მისი მომიჯნავე მხარეები მდიდარი იყო წიაღისეულით: თრაკიაში ოქროს ქვიშა მოიპოვებოდა, ატიკაში ვერცხლი, ქალკიდიკაზე და ევბეაზე სპილენძი, ლაკონიკაში - რკინა. საბერძნეთი მდიდარი იყო სამშენებლო კირქვით, სხვადასხვა ფერის, კ. ფაროსი კი — თეთრი მარმარილოთი. ბალკანეთის საბერძნეთი 3 ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთში 2 ოლქი იყო. მისი შუა საბერძნეთთან დაკავშირება თერმოპილის ვიწრო გასასვლელით შეიძლებოდა, ისიც მხოლოდ ზღვის მოქცევის დროს. შუა საბერძნეთში 7 ოლქი იყო და გადასვლა პელოპონესის ნახევარკუნძულზე, სადაც 12 ოლქი იყო, შეიძლებოდა ისთმოსის ანუ კორინთოს ყელით. ბალკანეთის სამხრეთ ნაწილში ნეოლითის დროიდან დასახლდნენ ბერძენთა მონათესავე ტომები. განსაკუთრებით მნიშვნელოვან და მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენენ პელასგები. მათი და კ. კრეტის უძველესი მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილება დღემდე დაუდგენილი.

ძვ. წ. მე-3 ათ.წ. ბოლოს საბერძნეთის ტერიტორიაზე გვაროვნული წყობილების დაშლისა და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში მყოფი აქაველთა ტომები დამკვიდრდნენ. ძვ. წ. მე-13 — მე-12 სს. მიჯნაზე ბალკანეთს მომთაბარე დორიელთა მძლავრმა ტალღამ გადაუარა. მათ გაანადგურეს აქაველთა ადრემონათმფლობელური ცენტრები, აღადგინეს გვაროვნული წყობა და ბიძგი მისცეს ტომთა შემდგომ მიგრაციას. ძვ. წ. I ათ.წ. ისინი სამხრეთ პელოპონესში, ეგეოსის ზღვის სამხრეთის კუნძულებზე, კ. კრეტაზე და მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე დასახლდნენ. აქაველები — პელოპონესის ჩრდილო ნაწილში. ეოლიელები ჩრდილო, შუა საბერძნეთის ნაწილში, ეგეოსიის ზღვის ჩრდილოეთ კუნძულებზე, მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დასახლდნენ. იონიელები — შუა საბერძნეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კ. ევბეაზე, ეგეოსის ზღვის ცენტრალურ კუნძულებზე. დორიელები აღნაგობით, ღია ფერის თმით და თვალებით გამოირჩეოდნენ საშუალო სიმაღლის, შავგვრემანი ბერძნებიდან. ერთიანი ბერძნული ენა ელინისტურ ხანამდე არ არსებობდა. ბერძნები სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობდნენ და წერდნენ, თუმცა ერთმანეთის კარგად ესმოდათ. მრავალი დიალექტიდან უმთავრესი იონური, ეოლიური, დორიული გახდნენ ლიტერატურული. საბერძნეთის მწერლები რომელიმე ამ დიალექტზე წერდნენ.

ბერძნული სამყარო ბალკანეთის ნახევარკუნძულს, ეგეოსისა და ადრეატიკის ზღვაში მდებარე კუნძულებს მოიცავს. ძვ. წ. მე-3 ათასწლეულში კრეტასა და კიკლადის კუნძულებზე მინოსელთა ცივილიზაცია აღმოცენდა, დაახლ. ძვ. წ. 1650 წლისათვის კი ბალკანეთის ნახევარკუნძუნზე მიკენელთა ცივილიზიცია გაჩნდა.

მითოლოგია და რელიგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ათენური მონეტა, ათენას გამოსახულებით

განვითარების ადრეულ საფეხურზე ძვ. საბერძნეთის მითოლოგია ქთონურ (chton — ქვესკნელი, რომელიც ურჩხულებს წარმოშობდა) ხასიათს ატარებდა. პირველყოფილი თემური წყობილების დროს ჭარბობდა ტოტემისტური, ფეტიშური და ანიმისტური წარმოდგენები. საერთო ბერძნული ოლიმპიური პანთეონის ჩამოყალიბებამდე მრავალი ადგილობრივი მნიშვნელობის ღვთაება არსებობდა. ოლიმპიური პანთეონის საბოლოოდ ჩამოყალიბების პროცესი ძვ. წ. II ათასწლეულს დასრულდა. ძვ. ბერძნების წარმოდგენით, ღმერთები „თოვლიან“ მთაზე, ოლიმპზე, ცხოვრობდნენ და უზენაესი ღვთაების „ადამიანთა და ღმერთთა მამის“ ზევსის ნებას მორჩილებდნენ. ღვთაებებს მკაცრად ჰქონდათ განაწილებული ფუნქციები: ათენა ომის, ხელოვნების, ხელოსნობის, ქალაქთა და ქვეყანათა მფარველი ღვთაება იყო, ჰერმესი — ვაჭრობისა, არტემიდა — ნადირობისა, აფროდიტე — სიყვარულისა და სილამაზისა და ა. შ.

არსებობს ბერძნული მითბის კლასიფიკაცია: კოსმოგენური მითები, თეოგენური მითები,ძირითადი მითოლოგიური ციკლები და ცალკეული მითები.

კოსმოგენია — წარმოდგება ძველი ბერძნული სიტყვარსებობს ბერძნული მითების შემდეგი კლასიფიკისაგან „კოსმოს“, რაც სამყაროს, წესრიგსს ნიშნავს. „გონე“ კი აღნიშნავს დაბადებას, წარმოქმნას ე. ი. კოსმოგენური მითები გულისხმობს ისეთ მითებს, რომლებიც მოგვითხრობენ სამყაროს წესრიგის გაჩენაზე.

თეოგენური მითები — მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „თეოს“, რომელიც აღნიშნავს ღმერთს. თეოგენური მითები მოგვითხრობენ ღმერთების დაბადების, წარმოშობის შესახებ.

ძირითადი მითოლოგიური ციკლებში შედის: ტროას ომის ციკლი, არგონავტების ლაშქრობის შესახებ მითების ციკლი, თებეს შესახებ შექმნილი მითბის ციკლი.

ცალკეული მითები — მითები ცალკეული პიროვნებების შესახებ. მაგ. მითი ნარცისის შესახებ და ა. შ.

ფრთინი გამონათქვამები ბერძნულ მითოლოგიაში:

  • განხეთქილების ვაშლი — ეს ოქროს ვაშლი ეკუთვნოდა განხეთქილების ქალღმერთ ერმისს. იგი არ დაპატიჟეს აქილევსის მშობლების პელევსისა და თეტისის ქორწილში. ამით განრისხებულმა, ოქროს ვაშლი წარწერით უმშვენიერესს ––– შეაგორა ღმერთების ლხინზე. შეიქმნა კამათი ამ ვაშლის დასაკუთრებისათვის. პრეტენზიას აცხადებდნენ ჰერა, ზევსის მეუღლე (კანონიერი ქორწინების ქალღმერთი), აფროდიტა (სიყვარულის ქალღმერთი ) და ათენა (სიბრძნის ქალღმერთი). — გადატანით ამ ფრაზას მაშინ ამბობენ, როცა ვინმე, საუბრის დროს საკამათო საგანს ჩმოაგდებს.
  • აქილევსის ქუსლი — აქილევსი ტროას ომის მონაწილე ცნობილი ბერძენი გმირია. მას დედა უკვდავი ქალღმერთი თეტისი ჰყავდა, ხოლო მამა –– მოკვდავი პელევსი. დედას სურდა შვილი უკვდავი გაეხადა და მას წმინდა მდინარის, სტიქსის წყლებში აბანავებდა ისე, რომ ქუსლები ხელით ეჭირა. ამდენად, აქილევსის ტანი იარაღისაგან იყო დაცული, სუსტი წერტილი კი ქუსლები იყო. იგი სწორედ ასე მოკლეს ტროას ომში. — გადატანით იტყვიან ადამიანის სუსტ წერტილზე.
  • ოდისევსი — ტროას ომის მონაწილე გმირს ერქვა. იგი ცნობილია,როგორც მოხერხებული და ცბიერი. მისი რჩევით ააგეს ბერძნებმა ხის ცხენი,რომლის მეშვეობითც დაიღუპა ქალაქი ტროა. — ოდისევსს იტყვიან მოხერხებულ და ცბიერ ადამიანზე.
  • ოდისეა — ოდისევსი ტროა ომის შემდეგ ათი წელი ბრუნდებოდა თავის კუნძულ ითაკაზე. ოდისეა ნიშნავს ხანგრძლივ მოგზურობას, ხიფათით სავსე მგზავრობას.
  • ტროას ცხენი — ხის ცხენი, რომელიც ბერძნებმა დატოვეს ტროას მისადგომებთან. გდატანით ნიშნავს მტრის საჩუქარს, რომელსაც ვერ ენობი,ხიფათი მოქვს.
  • პენელოპე — ოდისევსის ცოლი, რომელიც ოცი წელი ელოდა მის დაბრუნებას. იგი ერთგული ცოლის სიმბოლოა. მის სახელთან არის დაკავშირებული მეორე გამონათქვამი პენელოპეს მოსასხამი, რომელიც დაუმთავრებელი, გაჭიანურებული შრომის სიმბოლოა.

საბუნებისმეტყველო ცოდნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო ცოდნა ხასიათდება სუსტი ემპირიული საფუძვლითა და ზოგადი ჰიპოთეზებისა და თეორიების სიჭარბით. ძვ. ბერძნული საბუნებისმეტყველო მეცნიერების აზროვნებამ დაასწრო შემდგომი ეპოქების მთელ რიგმეცნიერულ აღმოჩენებს. ელინიზმის ხანამდე (ძვ. წ. IV საუკუნის მიწურული) მეცნიერება დიფერენცირებული არ იყო; თითქმის ყველა ფილოსოფოსი ბუნებისმეტყველიც იყო. ძვ. ბერძნული მეცნიერების სამშობლო მცირე აზიის იონიაა, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ აროსავლურ კულტურასთან, რომელმაც თავის მხრივ, დიდი გავლენა მოახდინა ძველი ბერძნული მეცნიერების განვითარებაზე. პირველი გეომეტრიული მონაცემები, ფარგლის გამოყენება, მზის დაბნელების დროის წინასწარ გამოანგარიშება, მეზღვაურთათვის რეკომენდაცია პატარა დათვის თანავარსკვლავედზე ორიენტირების შესახებ (და არა დიდი დათვის თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ადრე იყო მიღებული) დაკავშირებულია მილეტის სკოლის (ძვ. VI საუკუნე) დამაარსებლის თალესის სახელთან.

ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ მათი ღმერთები უკვდავები იყვნენ. მათ ცხოვრებაში ძალიან დიდი ნაწილი ეკავა რელიგიას,ისინი მრავალღმერთიანობას მისდევდნენ, მათ შორის აღმატებული იყო ზევსი.

  • Goodrich, S. G. (1849). A pictorial history of Greece: Ancient and modern. New York: Huntington & Savage
  • ძველი საბერძნეთის ისტორია : (ლექციების მოკლე კურსი) რედ: რუსუდან დაუშვილი].თბ.2004 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]