შინაარსზე გადასვლა

ანატოლი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანატოლი

წმ. ანატოლის ხატი
დაიბადა IV საუკუნე
ალექსანდრია
გარდაიცვალა 3 ივლისი, 458
კონსტანტინოპოლი
ხსენების დღე 3 ივლისი[1]
მოღვაწეობა კათოლიკე მღვდელი
ენა ძველი ბერძნული ენა

ანატოლი (გ. 3 ივლისი, 458, კონსტანტინოპოლი) — კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 3 ივლისი, ახალი სტილით - 16 ივლისი.

წმინდა ანატოლი ალექსანდრიაში დაიბადა IV საუკუნის მეორე ნახევარში. მან ფილოსოფიური განათლება მიიღო, შემდეგ კი ქრისტეს სამსახურში ჩადგა. 431 წელს ეფესოში გამართულ III მსოფლიო საეკლესიო კრებაზე წმინდანი დიაკვნის ხარისხში ახლდა ღირს კირილე ალექსანდრიელს (ხს. 31 იანვარს). კრების მამებმა დაგმეს ნესტორის ცრუსწავლება.

444 წელს კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ტახტი მწვალებელმა დიოსკორემ დაიკავა. დიოსკორე იყო ევტიქის ერესის მიმდევარი, რომლის მიხედვითაც ქრისტეს განხორციელების შემდეგ მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ კაცობრივი მთლიანად შთანთქა. ეს ცრუსწავლება არყევდა თვით საძირკველს ეკლესიის სწავლებისა კაცობრიობის გამოხსნისა და გამოსყიდვის შესახებ. 449 წელს ეფესოში დიოსკორემ მოიწვია ერეტიკული კრება, რომელიც ისტორიაში „ავაზაკთა კრების“ სახელით შევიდა. მწვალებელთა ამ თავყრილობამ, რომელსაც თვით იმპერატორმაც დაუჭირა მხარი, ტახტიდან ჩამოაგდო და ხარისხი აჰყარა მართლმადიდებლობის ერთგულ დამცველს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფლავიანეს.

დაქვრივებული კათედრა წმინდა ანატოლიმ დაიჭირა და გაბედულად შეუდგა ბრძოლას მართლმადიდებლური სწავლების სიწმიდის დასაცავად. უკვე 450 წელს კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ნეტარმა მღვდელმთავარმა დაგმო ევტიქისა და დიოსკორეს ერეტიკული სწავლებანი. დევნილობაში აღსრულებული აღმსარებელი პატრიარქი - ფლავიანე წმინდანად შეირაცხა, მისი ნეშტი კი დედაქალაქში გადაასვენეს.

მომდევნო, 451 წელს პატრიარქ ანატოლის მონაწილეობით ქალაქ ქალკედონში შედგა IV მსოფლიო კრება, რომელმაც ქრისტოლოგიური დოგმატის ამომწურავი სარწმუნოებრივი განსაზღვრება დაადგინა.

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი:
ფლავიანე
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

449458
შემდეგი:
გენადი I
  1. Анатолий, патриарх константинопольский // Энциклопедический словарьСПб: Брокгауз — Ефрон, 1905. — Т. доп. I. — С. 108. — 956 с.