ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი
იერსახე
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი (რუს. Закавказский Военный Округ, ЗакВО) — საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება დისლოცირებული აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში. შტაბ-ბინა მდებარეობდა თბილისში.
საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში მოიცავდა:
- მე-4 არმიას (აზერბაიჯანი)
- მე-7 გვარდიულ არმიას (სომხეთი)
- 31-ე არმიულ კორპუსს (საქართველო)
- 34-ე საჰაერო არმიას (შტაბი თბილისში)
- 171-ე საწვრთნელი ცენტრი.
სულ ოლქი ითვლიდა 10 მოტომსროლელ და 2 ავიაციურ დივიზიას, ასევე რამდენიმე პოლკს.