შინაარსზე გადასვლა

ამბაკო ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამბაკო ჭელიძე
დაბადების თარიღი 20 ივლისი, 1878(1878-07-20)
დაბადების ადგილი ბაჯი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 25 დეკემბერი, 1940(1940-12-25) (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ამბაკო სოლომონის ძე ჭელიძე (დ. 20 ივლისი, 1878, ბაჯი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — გ. 25 დეკემბერი, 1940, თბილისი) — ქართველი მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ამბაკო ჭელიძე 1895 წლიდან მუშაობდა გაზეთ „ივერიის“ რედაქციაში. ირანში მონაწილეობდა ირან-საბჭოთა კავშირის ბანკის დაარსებაში (1923-29 წლებში). 1927 წელს იმოგზაურა ფერეიდანში. ერთ-ერთმა პირველმა აღადგინა კავშირი ფერეიდნელ ქართველებთან; სწავლობდა მათ ენას, ისტორიას, ყოფას; იყო თბილისის ქართველ მუსლიმანთა დამხმარე კულტურული საზოგადოების წევრი.

ამბაკო ჭელიძემ მწერლობა მოთხრობების წერით დაიწყო. აღადგინა სპარსულიდან ქართულად თარგმნის დიდი ხნის მივიწყებული ტრადიცია. მისი თარგმანები გაერთიანებულია კრებულებში: „სპარსელი ლირიკოსები“ (1935), „ირანელი ლირიკოსები“ (1936), „მოლა ნასრედინის ანეკდოტები“ (1940), ომარ ხაიამის „რობაიათი“ (1946). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავალებით სრულად თარგმნა ნიზამის პოემები „ლეილი და მაჯნუნი“, „ხოსროვი და შირინი“ (1964), „საიდუმლოებათა სალარო“; საადის „ბუსთანი“ (1955), „გოლესთანი“ (1948). ავტორია წიგნებისა „ფერეიდნელი ქართველები“ (1935) და „ექვსი წელი სპარსეთში“ (1964).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]