შინაარსზე გადასვლა

აკაკი ოთხმეზური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკაკი გაბრიელის ძე ოთხმეზური (დ. 1 ივლისი, 1874, ოზურგეთის მაზრა, — გ. 20 ივლისი, 1916, სმორგონი, ახლანდ. გროდნოს ოლქი, ბელარუსი, დაკრძალულია სოფ. მიხნევიჩის ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში) — ქართველი სამხედრო ოფიცერი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1916).

დაიბადა ოფიცრის ოჯახში. განათლება შინ მიიღო. 1892 წლიდან მოხალისედ მსახურობდა მე-14 გრენადერთა ქართულ პოლკში. 1897 წელს თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებლში ჩააბარა გამოცდა ოფიცრის ხარისხის მისაღებად. I მსოფლიო ომში იბრძოდა გერმანიის ფრონტზე, მეთაურობდა ბატალიონს, მიიღო პოდპოლკოვნიკის (1915) და პოლკოვნიკის (1916) წოდებები. გმირულად დაიღუპა სოფ. სმორგონთან მისი ბატალიონის პოზიციებზე გერმანელთა იერიშის მოგერიების დროს. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. სტანისლავის, წმ. ანას სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (სიკვდილის შემდეგ, 1917).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]