ათასის ფასად (დაჰკრა ჟამმა)
იერსახე
„ათასის ფასად (დაჰკრა ჟამმა)“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ვლადიმერ ბარსკი |
სცენარის ავტორი | გრიგოლ არუსტანოვი |
ოპერატორი |
სერგეი ზაბოზლაევი ანტონ პოლიკევიჩი |
მხატვარი | პ. კაზაკევიჩი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 25 ოქტომბერი, 1925 |
ხანგრძლივობა | 50 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
ათასის ფასად (დაჰკრა ჟამმა) — 1925 წლის ქართული საბჭოთა ფილმი, გადაღებული რეჟისორ ვლადიმერ ბარსკის მიერ.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
1905 წელს მეფის ხელისუფლების მიერ სიკვდილით დასჯილი რევილუციონერის შვილი მამის საქმიანობას აგრძელებს. 1917 წლის მოვლენების გამო მას აპატიმრებენ, მაგრამ იგი ახერხებს გაქცევას და მშრომელებს აჯანყებისაკენ მოუწოდებს. რევოლუციამ საქართველოშიც იფეთქა. ამ ბრძოლებში იღუპება რევოლუციონერის სატრფო, რომლის საფლავთანაც იგი ნათელი იდეებისადმი ერთგულების ფიცს დებს.[1]
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიხეილ ჭიაურელი (გარუნი)
- კლეოპატრა ჯაში (ალა)
- აკაკი ხორავა (სანდრო)
- ვერიკო ანჯაფარიძე (გლეხის ცოლი)
- მარია ტენაზი
- ზაქრო ბერიშვილი
- ნატო ვაჩნაძე
- ლევან ხოტივარი
- არკადი ხინთიბიძე
- ნიკოლოზ სანიშვილი
- ვლადიმერ ჭიაურელი
- ზაალ ტერიშვილი