აზუმა-კოფუძის მთა
იერსახე
აზუმა-კოფუძის მთა | |
---|---|
吾妻小富士 | |
აზუმას მთის კრატერი | |
კოორდინატები: 37°43′20″ ჩ. გ. 140°15′49″ ა. გ. / 37.72222° ჩ. გ. 140.26361° ა. გ. | |
ქვეყანა | იაპონია |
ტერიტორიული ერთეული | ტოჰოკუ |
სიმაღლე | 1 705 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | 1977 |
აზუმა-კოფუძის მთა (ინგლ. Mount Azuma-kofuji) — აქტიური სტრატოვულკანი იაპონიაში, ფუკუსიმას პრეფექტურაში.
მთის კრატერი ვულკანურ კონუსს წარმოადგენს და, როგორც სახელი „კოფუძი“ (იაპ. „პატარა ფუჯის მთა“) მიგვანიშნებს, მისი ფორმა მთა ფუძიამას ფორმას წააგავს.[1] აზუმა-კოფუძი პოპულარულ ტურ��სტულ დანიშნულებას წარმოადგენს, მისი მომხიბლავი კრატერისა და ახლომდებარე ბუნებრივი თერმული წყლების გამო.
ვულკანის შემოგარენი მოიცავს რამდენიმე ვულკანურ ტბას, რომელთაგან ერთ-ერთია „გოშიკი-ნუმა“, „5 ფერადი ტბიდან“ ერთ-ერთი.[2]