აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე (2015)
აზერბაიჯანი 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარსდგა სიმღერით Hour of the Wolf, რომელიც სანდრა ბიურმანის, ნიკოლა რებშერის, ნიკლას ლიფისა და ლინა ჰანსონის მიერ იყო დაწერილი. სიმღერა ელნურ ჰუსეინოვმა წარადგინა, რომელიც აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2015 წლის მარტში შეარჩია იმავე წელს, ვენაში გასამართ კონკურსზე ქვეყნის წარმომადგენლად. ჰუსეინოვმა სამირ ჯავადზადესთან ერთად აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 2008-ზეც წარადგინა სიმღერით Day After Day და მერვე ადგილი დაიკავა. ევროვიზიის ნახევარფინალში სიმღერამ „Hour of the Wolf“ 17 მონაწილეს შორის მეათე ადგილი დაიკავა. 23 მაისს, ფინალში აზერბაიჯანმა 49 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლამდე აზერბაიჯანმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 7-ჯერ მიიღო მონაწილეობა (2008 წლიდან).[1] აზერბაიჯანმა 2011 წელს მოიგო კონკურსი სიმღერით Running Scared, რომელიც დუეტმა Eldar & Nigar შეასრულა. 2008 წლის დებიუტის შემდეგ 2014 წლამდე აზერბაიჯანის წარმომადგენლები ყოველწლიურად ხვდებოდნენ კონკურსის პირველ ათეულში, მათ შორის, 2009 წელს სიმღერით „Always“, აისელ თეიმურზადემ და არაშმა მესამე ადგილი დაიკავეს, ხოლო 2013 წელს სიმღერით „Hold Me“ , ფარიდ მამადოვმა მეორე ადგილი დაიკავა. 2014 წელს აზერბაიჯანის შედეგი ყველაზე ცუდი იყო: დილარა კაზიმოვამ ფინალში სიმღერით „Start a Fire“ 22-ე ადგილი დაიაკვა.
2015 წელს აზერბაიჯანის წარმომადგენლის შესარჩევი პროცესი აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით ჩატარდა.[2] წარსულში აზერბაიჯანის წარმომადგენლების შესარჩევად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა, მათ შორის შიდა შერჩევები როგორც შემსრულებლების, ისე სიმღერის ასარჩევად, ასევე ეროვნული ფინალები შერჩეული შემსრულებლისთვის სიმღერის ასარჩევად. 2009 წლიდან 2013 წლამდე აზერბაიჯანი მართავდა ნაციონალურ ფინალს სახელწოდებით „Milli Seçim Turu“, რის შედეგად შერჩეულ წარმოამდგენელსაც შემდეგში შიდა შერჩევის შემდეგ არჩეული სიმღერის შესრულება უწევდა. 2014 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტალანტ-შოუ Böyük Səhnə-ის მეშვეობით შეარჩია წარმომადგენელი, რომელმაც კონკურსზე შიდა შერჩევის შემდეგ გამარჯვებული სიმღერა შეასრულა. 2015 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავდაპირველად „Milli Seçim Turu“-ის, როგორც ეროვნული ფინალის ჩატარება გადაწყვიტა, თუმცა შემდეგში გადაიფიქრა და წარმომადგენელიც და სიმღერაც შიდა შერჩევის გზით აირჩიეს.[3]
ევროვიზიის სიმღერის კონკურსამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შიდა შერჩევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის 27 თებერვალს აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა, რომ 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის როგორც შემსრულებელი, ისე სიმღერაც შიდა წესით შეირჩეოდა.[4][5] აზერბაიჯანის წარმომადგენლობა აზერბაიჯანის მოქალაქეებსა და ქვეყნის დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლოთ, ხოლო სიმღერების ავტორები ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლები შეიძლებოდა ყოფილიყვენ. 13 მარტს აზერბაიჯანის საზგოადოებრივმა მაუწყებელმა ნაციონალური ჟიურის წევრების ვინაობა გაამხილა, რომელთა შორისაც იყვნენ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიო მაუწყებლის გენერალური დირექტორი და დელეგაცია, რომელსაც ტამილა შირინოვა მეთაურობდა. იმ დღესვე წარმოადგინეს პოტენციურ წარმომადგენელთა მოკლე სია: ნარმინა ბეჰბუდოვა, ნარმინა სეიდოვა და ელნურ ჰუსეინოვი.[6][7] 15 მარტს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაცხადა, რომ აზე��ბაიჯანს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ელნურ ჰუსეინოვი წარადგენდა სიმღერით „Hour of the Wolf“. სიმღერის ავტორები სანდრა ბიურმანი, ნიკოლა რებშერი, ნიკლას ლიფი და ლინა ჰანსონი იყვნენ.[8] ჰუსეინოვმა აზერბაიჯანი ადრეც, 2008 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სადაც სიმღერა „Day After Day“ შეასრულა სამირ ჯავადზადესთან ერთად და მერვე ადგილი დაიაკვა. 2015 წელს ჰუსეინოვმა თურქულ ტელეშოუში O Ses Türkiye გაიმარჯვა.[8]
იხილეთ ასევე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აზერბაიჯანი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Azerbaijan Country Profile. EBU. ციტირების თარიღი: 12 February 2015.
- ↑ Jiandani, Sanjay. (4 September 2014) Azerbaijan: Ictimai confirms participation in Eurovision 2015. ESCToday. ციტირების თარიღი: 12 February 2015.
- ↑ Jiandani, Sanjay. (17 October 2014) Azerbaijan: Ictimai opts for national selection for Eurovision 2015. ESCToday. ციტირების თარიღი: 12 February 2015.
- ↑ Gürdoğan, Büşra. (27 February 2015) İTV Goes Internal This Year. ESCBubble. ციტირების თარიღი: 27 December 2015.
- ↑ “Eurovision Mahnı Müsabiqəsi 2015” üçün milli seçim qaydaları Azerbaijani. İctimai Television (27 February 2015). ციტირების თარიღი: 27 December 2015.
- ↑ Jury members held final internal selections to determine the performer who will represent Azerbaijan on Eurovision Song Contest 2015. İctimai Television (13 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მარტი 2015. ციტირების თარიღი: 27 December 2015.
- ↑ Weaver, Jessica. (15 March 2015) Azerbaijan: Elnur Huseynov will fly the flag in Vienna!. ESCToday. ციტირების თარიღი: 27 December 2015.
- ↑ 8.0 8.1 Omelyanchuk, Olena. Elnur Huseynov is the Azerbaijani representative in Vienna. European Broadcasting Union (15 March 2015). ციტირების თარიღი: 27 December 2015.