შინაარსზე გადასვლა

აზერბაიჯანის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი პასუხისმგებელია აზერბაიჯანში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებისთვის, მათ შორის ჰუმანიტარულ დახმარებასა და საცხოვრებელი ადგილის უზრუნველყოფისთვის.

1989 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, ლტოლვილთა მიღებისა და საცხოვრებელი პირობებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, ასევე პასუხისმგებლობის აღება საბჭოთა, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, აზერბაიჯანის სსრ - მ შექმნა აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო კომიტეტი  იძულებით გადაადგილებულ ადამიანებთან მუშაობის მხრივ. 1993 წლის 5 იანვარს კომიტეტს ეწოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ლტოლვილთა და დევნილთა მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი.

ძირითადი ამოცანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2005 წლის 1 თებერვლის დებულებების შესაბამისად, კომიტეტის ძირითადი ამოცანებია — დროებითი დასახლება, რეპატრიაცია და ლტოლვილთა, იმიგრანტთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვა, ლტოლვილის სტატუსის მოპოვების უფლების შეფასება (თავშესაფრის მაძიებლის); მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, ლტოლვილთა დამადასტურებელი სტატუსის მინიჭება, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობა, სხვადასხვა ღონისძიებების გატარება ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციისა და გაერთიანების მიზნით, რეპატრიაციის დროს დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევა მათ საცხოვრებელ ადგილებში, დევნილების დაბრუნებისა და იძულებით გადაადგილებულთა პირთათვის საცხოვრებელი პირობების შექმნა, მათთვის საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების მშენებლობა და რემონტი.

სტრუქტურის თავმჯდომარის, ალი ჰასანოვის, თქმით, 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან $1.3 მილიარდი , აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდისგან $850 მილიონი და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან $738 მილიონი გამოიყო.

სახელმწიფო კომიტეტი და მისი ადგილობრივი ორგანოები სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად უწევენ ყველა აუცილებელ დახმარებას ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1999 წლის 6 დეკემბრის ბრძანებულებით შეიქმნა იძულებით  გადაადგილებულთა სოციალური დაცვის ფონდი. ფონდის ფინანსურ პოლიტიკას შეადენს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 10 მლნ დოლარის სესხი. ფონდი ახორციელებს 153 სხვადასხვა პროექტს, რის შედეგადაც 150 ათასზე მეტმა დევნილმა დახმარება მიიღო. ასევე, 6 ათასზე მეტმა დევნილმა მიიღო სესხი[1].

1993-2004 წლებში სხვადასხვა სახელმწიფოების, სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შესაბამისი სამუშაოების შედეგად, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილს გამოეყო ჰუმანიტარული დახმარება, რომელმაც შეადგინა 640 მილიონ დოლარზე მეტი.

2017 წლის თებერვალში ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ  პირთა სახელმწიფო კომიტეტმა დელეგაციის ვიზიტი მოაწყო, რომელიც შედგებოდა 55 წარმომადგენლისგან, რომლებიც ჯებრაილის რაიონიდან იყვნენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დიპლომატიური წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები[2].

2017 წლის 11 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის განკარგულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საერთაშორისო ორგანიზაციების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს თერთერის რაიონში[3].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]