შინაარსზე გადასვლა

აზავაკი

���ასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზავაკი
წარმოშობის ქვეყანა მალი
თვისებები
წონა მამრი 21-25 კგ.
მდედრი 17-21 კგ.
სიმაღლე მამრი 66-74 სმ.
მდედრი 58-66 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

აზავაკი (ფრანგ. Azawakh) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია მალიში უძველეს ხანაში.

ეს აფრიკული მწევარი თავდაპირველად ჩრდილო საჰარის ტუარეგების ტომების მიერ იქნა გამოყვანილი სადარაჯოდ და სანადიროდ. დღესდღეობით ის სამშობლოს ფარგლებს გარეთაც გვხვდება. როდესაც აზავაკს იყენებენ კურდღელზე სანადიროდ, ის აჩერებს ნადა��ლს, სანამ პატრონი არ მოვა. აზავაკს დარაჯობისადმი ბუნებრივი მიდრეკილება აქვს. ხშირად შეიძლება იმის ნახვა, როგორ სძინავს თავისი პატრონის, მალის მცხოვრებლების, სახლის ჩალის სახურავზე. როდესაც სახლს გიენა, ან სხვა ცხოველი უახლოვდება, აზავაკი პირველი ამჩნევს მას, ზემოდან ხტება, მას სხვა ძაღლებიც უერთდებიან. ისინი სწრაფად ერთიანდებიან და კლავენ, ან აძევებენ მომხდურს.

აზავაკი ცოცხალი, დამოუკიდებელი და ძალიან სწრაფი ძაღლია. მას შეუძლია 60 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს. მისი მოკლე ბალანი ცხელ კლიმატს ესადაგება, გრძელ, სწორ წინა ფეხებზე კარგად განვითარებული კუნთები აქვს, თეძოები ბრტყელი, მკერდი ძალიან ფართო არ არის, თუმცა ღრმაა, იდაყვები მკერდთან ახლოსაა განვითარებული, ძვლები ბრტყელია. აზავაკი კარგად იტანს სიცხეს, ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დიდი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: