შინაარსზე გადასვლა

ავლევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ავლევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ავლევი
კოორდინატები 42°08′15″ ჩ. გ. 43°46′39″ ა. გ. / 42.13750° ჩ. გ. 43.77750° ა. გ. / 42.13750; 43.77750
ცენტრის სიმაღლე 750
მოსახლეობა 349[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99,7 %)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ავლევი — საქართველო
ავლევი
ავლევი — შიდა ქართლი
ავლევი
ავლევი — ქარელის მუნიციპალიტეტი
ავლევი

ავლევი[2]სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კნოლევი, ცერონისი). მდინარე შუა ფრონის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 750 მეტრი ქარელიდან 22 კილომეტრი.[3]

სოფელში 1909 წელს ცნობილი ქართველი მეცნიერის კონსტანტინე ამირაჯიბის (1869-1948 წლებში) თაოსნობით გაიხსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა, მოსწავლეთა პირველი გამოშვება მოხდა 1915 წელს. ამჟამად სკოლის შენობის ადგილზე შენდება კონსტანტინე ამირაჯიბის სახლ-მუზეუმი.[4]

შიდა ქართლის 1955 წლის დაზვერვითმა ექსპედიციამ ავლევში მიაკვლია ადრეული და გვიანი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორებს.[5]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 349 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[6] 481 229 252
2014[1] 349 176 173
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 14.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 129.
  4. ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 354.
  5. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბ.: „მეცნიერება“, 1989. — გვ. 8, ISBN 5-520-00154-5.
  6. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II