შინაარსზე გადასვლა

ავთანდილ ცოტნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავთანდილ ცოტნიაშვილი
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1936(1936-02-01)
დაბ. ადგილი ერედვი
გარდ. თარიღი 9 მაისი, 1998(1998-05-09) (62 წლის)
გარდ. ადგილი გორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი სამხრეთ ოსეთის პედაგოგიური ინსტიტუტი

ავთანდილ ცოტნიაშვილი (დ. 1 თებერვალი, 1936, სოფ. ერედვი, ახლანდ. ერედვის მუნიციპალიტეტი — გ. 9 მაისი, 1998, გორი) — ქართველი პროფესორი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი.

მისი პუბლიცისტური მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი მიეძღვნა ქართულ-ოსურ ლიტერატურულ ურთიერთობებს, რაც გადმოცემულია მის სადისერტაციო ნაშრომსა და წიგნებში.

დაიბადა იოსებ ცოტნიშვილისა და ნატა გალეგაშვილის ოჯახში. დაასრულა ერედვის რვაწლიანი სკოლა და შემდეგ სწავლა გაგრძელა ბერულის საშუალო სკოლაში, რომლის წარჩინებით დამთავრებისთანავე ჩაირიცხა სამხრეთ ოსეთის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომ ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

სხვადასხვა დროს სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, გაიარა ასპირანტურის კურსი შოთა რუსთაველის სახლობის ლიტერატურის ინსტიტუტში და დაიცვა დისერტაცია აკადემიკოს გიორგი ციციშვილის ხელმძღვანელობით.

მუშაობდა საქართველოს კომკავშირის ცკ-ში სხვადასხვა პოზიციაზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორად, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად.

აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ, ოსურ და რუსულ პერიოდულ გამოცემებთან და ინტენსიურად ბეჭდავდა სამეცნიერო-პუბლიცისტურ წერილებს. ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ქართული ფოლკლორისა და ლიტერატურის, ქართულ-ოსური ურთიერთობების მიმართულებებით კვლევით საქმიანობას. სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

  • ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობის შესახებ, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966;
  • ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, მე-19 ს. შუა წლებიდან დღემდე, ცხინვალი, სამხრეთ ოსეთის წიგნის გამ-ბა, 1968;
  • მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული პერიოდიკა ქართულ-ოსური ურთიერთობის შესახებ, ცხინვალი, ირისთონი, 1990;
  • ს. ყურაშვილი, ახალი ერედვი, სტალინირი, 1950
  • ალ. მღებრიშვილი, XX საუკუნის ცხინვალის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიისათვის, თბილისი, 2003
  • ვ. საბანაძე, ცხინვალი და ცხინვალელები, გორი, 1990
  • ზ. ცოტნიაშვილი, ქართულ-ოსური ურთიერთობა პრესაში XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე, თბილისი, 2005

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]