ადამ კრაფტი
იერსახე
ადამ კრაფტი (დ. დაახლოებით 1455 და 1460 წლებს შორის — გ. იანვარი, 1509 ), გერმანელი მოქანდაკე. კრაფტის შემოქმედებას ახასიათებს სახეთა თავშეკავებული ემოციურობა, გაწონასწორებული კომპოზიცია და ფორმების პლასტიკურობა. კრაფტის ნამუშევრები (ყველა კირქვა, ინახება ნიურნბერგში): კრაფტისა და მისი ორი შეგირდის ფიგურულპორტრეტებიანი სანაწილე (1493-1496, ლორენცკირხე), რელიეფი "მწონავი", "გზა გოლგოთაზე" - 7 რელიეფი წმ. იოანეს სასაფლაოსთვის (1505 (?)- 1508, ამჟამად გერმანიის ეროვნული მუზეუმი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 20.